ამ ნიღაბს, რომლის დახმარებითაც კანს სიმტკიცე დავუბრუნე და ნაოჭები გავისწორე, ძალიან ვემადლიერები

რეცეპტი, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ, მართლაც, რომ საოცრებაა. გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად დარწმუნდებით მის ეფექტურობაში. რეცეპტის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელისაწვდომია.

ამ ჯადოსნური ნიღაბის რეცეპტი ჩემმა მეზობლის ქალმა მასწავლა, სახელად, თამარმა. ამ ქალბატონმა ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, რა აღარ გადაიტანა. შესაბამისად, ბედის უკუღმართობამ მის ლამაზ სახესაც  დაღი დაასვა. დაქვრივებული დეიდა თამარი მთელ დღეებს ტირილში ატარებდა, კანი მოდუნებოდა, სევდასა და ცრემლებს უხავად დაეფარა სახე ნაოჭებით და ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ცუდად გამოიყურებოდა.

მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წლების შემდეგ სუპერმარკეტში შევხდი. ჩემ წინ მშვენიერი, სოლიდური, მოვლილი,  ბარხატისებური, ატმის ფერი სახით ქალბატონი იდგა და მიღიმოდა. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დავმალე. კეთილმა ქალბატონმა სილამაზის საიდუმლო დაუყონებლივ გამანდო და მას შემდეგ ამ ჯადოსნური საშუალებების წყალობით ვზრუნავ ჩემს სახის კანზე.

საკუთარ გამოცდილებას თქვენც გაგიზიარებთ და შემოგთავაზებთ ოქროს ნიღაბის რეცეპტს.  მიჰყევით მოცემულ მითითებებს და შეასრულეთ ზედმიწევნით.

  1. თავდაპირველად სახის კანი გაიწმინდეთ. ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი რეცეპტის მიხედვით მომზადებული სკრაბი: 3 ს. კ. სოდას დაამატეთ 1 ს. კ. ოთახის ტემპერატურის რძე და 2 წვეთი ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ. მიიღებთ ფაფისებური კონსისტენციის მასას.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე და მსუბუქი მოძრაობებით გაიწმინდეთ კანი.
  3. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, კანი პირსახოცის გარეშე  შეიშრეთ და მაშინვე დაიტანეთ წინასწარ მომზადებული ნიღაბი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ გოგრის საშუალო ზომის ნაჭერი, გათალეთ, დაჭერით კუბიკებად, დადგით საშუალო ცეცხლზე, დაახურეთ თავზე და 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშული გოგრისგან მოამზადეთ პიურე და გააციეთ.
  5. აიღეთ 2 ს. კ. გოგრის პიურე, დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. თაფლი და ხის კოვზით კარგად აურიეთ. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მაშინ არ გამოიყენოთ.
  6. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და 15 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბის ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ და სახე თბილი რძეში გაჯერებული ბამბის ფირფიტით გაიწმინდეთ.
  7. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ გოგრის პიურეს დაუმატეთ 1 ცალი კვერცხის გული და კარგად აურიეთ. პროცედურის ბოლოს სახე თბილი რძით გაჯერებული ბამბის ფირფიტით გაიწმინდეთ.
  8. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ გოგრის პიურეს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. 15 წუთის შემდეგ სახე თბილი რძით გაჯერებული ბამბის ფირფიტით გაიწმინდეთ.
  9. პროცედურის ბოლოს სახის კანი ხელსახოცით გაიწმინდეთ და წაისვით მკვებავი მალამო.
  10. ნიღაბი გაიკეთეთ 5 დღეში ერთხელ, სულ 12-ჯერ გაკეთება მოგიწევთ. შემდეგ 1 თვე დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. თუ  თბილ რძეს ვერ იყენებთ, ჩაანაცვლეთ თბილი წყლით.

გამოიყენეთ მრავალწლიანი გამოცდილება. მამზადეთ საოცარი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.