ვაშლისა და ლიმონის გულსართით გაჯერებული ეს დესერტი ნამდვილი საოცრებაა

ვაშლისა და ლიმონის გულსართით გაჯერებული დესერტები საოცრად გემრიელია. ამ არომატულ კომბინაციას კიდევ უფრო გააგემრიელებთ არაჟნის ბაზაზე მომზადებული ფაფუკი ცომით. შემოგთავაზებთ უგემრიელესი რულეტების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი ან მარგანინი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4-5 ვაშლი (საშუალო)
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი
  • ლიმონის ცედრა ან დარიჩინი, ან ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით

მომზადების წესი:

  1. არაჟანი, კარაქი, ვანილის შაქარი კარგად აურიეთ.
  2. ფქვილის ნახევარს დაამატეთ გამაფხვიერებელი და შეაზილეთ არაჟნიან მასას. თანდათან დაამატეთ დარჩენილი ფქვილი (შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დაგჭირდეთ).
  3. ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრმ ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
  4. გულსართისთვის ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ლიმონის ცედრა და აურიეთ.
  5. ცომი გააბრტყელეთ მართკუთხედი ფენის სახით (15სმ/30სმ). შიგთავსი გადაიტანეთ საცერზე, გაწურეთ, ფენის შუაგულში, სიგრძეზე, გაანაწილეთ და ჯერ ცომის ერთი ნაწილი გადმოკეცეთ, შემდეგ_მეორე და დაჭერით 4-5 სმ-ის სიგრძის ნაჭრებად.
  6. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი (სურვილისამებრ) და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-35 წუთი.

რულეტები საოცრად გემრიელია არომატულ ჩაისთან ერთად.