შემოგთავაზებთ შოკოლადის ტორტის რეცეპტს, რომელიც საოცარი არომატითა და სურნელით არის გაჯერებული. მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და მოამზადეთ ჰაეროვანი, ფუმფულა ბისკვიტი. ბისკვიტი უმარტივესი მოსამზადებელია და არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა.
შოკოლადის ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 გრ ფქვილი
- 1,5 ჩ. კ. სოდა
- 1 ჩ. კ. მარილი
- 2 ცალი კვერცხი
- 300 გრ შაქარი
- 60 გრ დარბილებული კარაქი
- 60 მლ ზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი)
- ვანილი ან 2 ჩ. კ. ვანილის შაქარი
- 280 მლ რძე
- 1 ს. კ. ძმარი
- 60 გრ კაკაო
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ფქვილი გაცერით, დაამატეთ სოდა, მრილი, კაკაო, შაქარი და ნიჩაბით ან კოვზით აურიეთ. მშრალ ნარევს დაამატეთ კვერხი, ვანილი კარაქი, ზეთი, რძე, ძმარი და ათქვიფეთ მიქსერით. ასათქვეფად დაგჭირდებათ 4-5 წუთი (დამოკიდებულია მიქსერის სიძლიერეზე). ცომი თანდათან ხდება გლუვი.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტს გამოსაცხობად დასჭირდება 45-55 წუთი.
- ბისკვიტი ღუმელიდან გამოცხობისთანავე არ გამოიღოთ. გააგრილეთ შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათი.
- შოკოლადის საოცარი ბისკვიტი შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით ან შოკოლადის განაშით, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კრემით, კარამელით.
- უგემრიელესი გამოდის ბისკვიტისა და შოკოლადის განაშის შერწყმა.
- განაშის მოსამზადებლად აირჩიეთ შავი შოკოლადი 250 გრ. შოკოლადის ფილა დატეხეთ, დაასხით 250 მლ ცხიმიანი ნაღები. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაასხით შოკოლადს, ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. დაამატეთ ცოტა კონიაკი.
ბისკვიტი გაჭერით შუაზე. გაგრილებული განაშით შეაერთეთ ფენები და ბისკვიტსაც გადაუსვით ზემოდან. შოკოლადის ზღაპარიც მზად არის.