ხშირად იღვიძებთ შეშუპებული თვალებით? ჩვეულებრივ, ეს უსიამოვნო პროცესი დღის განმავლობაში ქრება, მაგრამ იწვევეს სხვადასხვა ტიპის გაღიზიანებას.
ეს ნიშანი მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმს პრობლემა აქვს და დხმარება სჭირდება.
რა იწვევს სითხის შეკავებას?
პრობლემის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი თირკმელების გადატვირთვაა, რის შედეგადაც ზედმეტი სითხე სხეულიდან სათანადო რეჟიმში ვერ გამოიდევნება.
სითხის შეკავებას იწვევს გადაჭარბებული ვახშამი, უძილობა და სხვა მავნე ჩვევები.
ამ უსიამოვნო პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიირთვით წვნიანები, სალათები, ხახვი და სატაცური.
არ თქვათ უარი ადეკვატურ დატენინებაზე და მთელი დღის განმავლობაში დალიეთ ბევრი წყალი. ეს პროცესი ხელს უშლის თვალების გარშემო მუქი წრეების წარმოქმნას და ანთებითი პროცესის განვითარებას. წყლის დიდი ნაწილი უნდა მიიღოთ დღის პირველ ნახევარში.
აუცილებლად გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები ვახშამთან დაკავშირებით, რათა თავიდან აირიდოთ შეშუპება:
- არ ჭამოთ 8 საათის შემდეგ;
- მიანიჭეთ უპირატესობა მსუბუქ პროდუქტებს;
- მოერიდეთ მარილის გამოყენებას;
- არ ჭამოთ დანაყრებამდე, მიირთვით აუჩქარებლად.
- თუ ნელა ჭამთ, ამ დროს უკეთესად ამუშავებთ საკვებს და მოიხმართ იმ რაოდენობას, რაც თქვენს სხეულს სჭირდება.
რა უნდა გააკეთოთ დილით, როცა შეშუპებული თვალებით იღვიძებთ?
- დალიეთ 2 ჭიქა წყალი და შემდეგ მოამზადეთ მწვანე ჩაი ჯანჯაფილით.
- დაიბანეთ სახე ცივი წყლით.
- დაიდეთ თვალებზე კიტრის ნაჭრები და გაიჩერეთ 15 წუთი.
- კვლავ დაიბანეთ სახე და დაიტენიანეთ ჩვეულებრივი ლოსიონით. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ საშინაო პირობებში მომზადებული ტონიკი, რომელიც შეშიპებული თვალების საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური საშუალებაა.
ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- E ვიტამინი 10 წვეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- კიტრის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოამზადეთ კიტრისა და ლიმონის წვენები, ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში, დაამატეთ E ვიტამინის წვეთები, შეანჯღრიეთ და ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ტონიკიც მზად არის.
- ტონიკი შეინახეთ მაცივარში, გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თავიდან აიცილეთ მთელი რიგი უსიამოვნო პრობლემები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!