ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი მუშაობის დარღვევა საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს მრავალი სერიოზული დაავადებისა და პრობლემის განვითარებას.
ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის დარღვევა გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში, აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები დროულად, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა შეიძლება აისახოს ჩვენს წონაზე და განწყობაზეც. თუ ქვემოთ წარმოდგენილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, დიდი ალბათობით ჰიპოთირეოზი გაწუხებთ.
- ხართ დეპრესიული?
- სწრაფად იმატებთ წონაში?
- გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა?
- გაწუხებთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ეგზემა ან გამონაყარი?
- გაწუხებთ კუნთების ტკივილი, ყაბზობა, ხვრინვა?
- გაქვთ პრემენსტრუალური სინდრომი ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- ფეხები შეშუპებული გაქვთ, ფრჩხილები კი მყიფე?
- ხშირად ცივდებით და გაქვთ გრიპი?
დაქვეითებულია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, ამის გაგებაში მარტივი ტესტი დაგეხმარებათ:
თერმომეტრი გედოთ საწოლთან და ოთხი დღის განმავლობაში როგორც კი გაიღვიძებთ, გაიზომეთ ტემპერატურა. ეს პროცედურა უნდა შეასრულოთ ადგომამდე. თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა 36.5 ° C- ზე დაბალია, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაქვეითების მიზეზებია:
- იოდის ნაკლებობა
- გასახდომი აბების გადაჭარბებული გამოყენება
- A, E ვიტამინებისა და თუთიის დეფიციტი
სტატიაში შემოგთავზაებთ შავი და წითელი ბოლოკის ბაზაზე მომზადებული სასმელის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ბოლოკი მდიდარია გოგირდით, რომელიც ხელს უწყობს თიროქსინისა და კალციტონინის გამომუშავების დარეგულირებას.
ბოლოკის უპირატესობები ფარისებრი ჯირკვლისთვის
თუ გსურთ, გაიძლიეროთ ფარისებრი ჯირკვალი, მიიღეთ ბოლოკის ახლადგამოწურული წვენი რეგულარულად. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე ის მოგიწესრიგებთ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობას.
ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი სახის დარღვევის პრევენციისთვის ყოველ დილას მიირთვით ბოლოკის ახლადგამოწურული წვენი სხვა სასარგებლო ბოსტნეულის წვენებთან ერთად. კარგი იქნება, თუ მოამზადებთ სამკურნალო სასმელს კიტრისგან, ნიახურისგან, სტაფილოსგან, ბოლოკისგან და ლიმონის წვენისგან.
სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის წინამორბედია. თუ თქვენ A ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავების შესაძლებლობა შეზღუდულია. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. კიტრი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ამიტომ ისინი ფარისებრი ჯირკვლის კვებისთვის საუკეთესო ვარიანტია.
იოდი მთავარი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, იოდის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად მუშაობას.
კვლევებმა ცხადყო, რომ კვების რაციონში იოდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ქრონიკული დაღლილობა, იმუნური სისტემის დაქვეითება, მეტაბოლიზმის შენელება, წონაში მატება და სხვა მრავალი პრობლემა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.