6 წლის ასაკში გოგონამ პირველი მილიონი გამოიმუშავა – ახლა კი ნახეთ, როგორია ახალგაზრდა სილამაზის დედოფლის ცხოვრება

1972

სურათზე გამოსახულია სილამაზის ორი პატარა დედოფალი. ერთი შეხედვით ვერ იტყვით, მაგრამ ამ გოგონებს ასზე მეტი კონკურსი აქვთ მოგებული და უამრავი გვირგვინის და ჯილდოს მფლობელები არიან.

ერთ დროს, ორივე გოგონა ამერიკული შოუს, “Toddlers&Tiaras-ის” წყალობით გახდნენ პოპულარულები. მაშინ მხოლოდ 5 წლისები იყვნენ და გვირგვინისთვის იბრძოდნენ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით იზაბელა ბარეტის ცხოვრების შესახებ.

ბავშვები, რომლებიც Toddlers&Tiaras-ში მონაწილეობდნენ, ცნობილები და მოთხოვნადები გახდნენ სამოდელო ბიზნესში. როგორც წესი, პროექტის დასრულების შემდეგ მათ სარეკლამო სააგენტოებისგან უამრავი შეთავაზება მიიღეს.

იზაბელაც არ ყოფილა გამონაკლისი და 6 წლის ასაკში პირველი მილიონი დოლარის გამომუშავებაც შეძლო. შთამბეჭდავია, არა? მაგრამ, რა თქმა უნდა, პატარა სილამაზის დედოფლის ოჯახს ყურადღება არ უნდა მოედუნებინა.

გოგონას მუდმივად გადაღებებზე, შოეუებსა და შეჯიბრებზე იწვევდნენ. უცნაურია, მაგრამ იზაბელა ნამდვილად კარგად ართმევდა თავს ამ ყველაფერს. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პოდიუმები და კამერის ციმციმა სინათლეები მას საშუალებას აძლევს ნამდვილ პრინცესად იგრძნოს თავი.

მშობლემა მოახერხეს და მათი ქალიშვილის სახელით საბავშვო ტანსაცმლის ხაზი გამოუშვეს. პირველი ეტაპი ელვის სისწრაფით გაიყიდა. მოგვიანებით გამოვიდა სამკაულების ხაზი, რომელზეც, ასევე, დიდი მოთხოვნა იყო.

იზაბელა ბარეტი უკვე 13 წლისაა და იმის კეთებას აგრძელებს, რაც უყვარს. მხოლოდ ახლა, ის თინეიჯერული და ახალგაზრდული ბრენდების სახეა.

როგორც ჩანს, გოგონას 100%-ით აქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია. ვფიქრობ, მას წარმატების დიდი შანსი აქვს, რადგან უკვე დიდი გზა გაიარა და უამრავი გამოცდილება დააგროვა.

ზრდასრულ დამწყებ მოდელებს წლები სჭირდებათ იმის სასწავლებლად, თუ როგორ უნდა იარონ და იმუშაონ კამერასთან. იზაბელა ამას დიდი ხნის წინ შეეგუა და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის პროფესიონალია.

იზაბელას დედა შვილის გამო ძალიან ბედნიერია. ის ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ გოგონა კოსმეტიკურ საშუალებებს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს. ქალი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს იზაბელას, ჩამოყალიბებდეს ღირსეულ პიროვნებად.

ჩვენი საზოგადოება ხშირად ასეთ ფაქტებს არ მიესალმება, მაგრამ ამერიკაში საერთოდ სხვა რეალობაა. თქვენ რას ფიქრობთ ბავშვთა სილამაზის კონკურსებსა და ბავშვ მოდელებზე?