სითხის შეკავების თანხმლები მოვლენაა წონის მატება. მას იწვევს არაჯანსაღი კალორიების ჭარბი რაოდენობა, რომლებიც გაჯერებულია ნატრიუმით. საბედნიეროდ, წონაში დაკლებისა და სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორების რამდენიმე გზა არსებობს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ოხრახუშის ჩაის რეცეპტს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C და K-ვიტამინებს, მინერალებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს და ფლავონიდს (ანტიოქსიდანტს), რომელიც ცნობილია კვერცენტინის სახელით.
ოხრახუში ითვლება ბუნებრივ შარდმდენ საშუალებად, რომელსაც შეუძლია თქვენი ორგანიზმი გაწმინდოს ჭარბი სითხისგან ისე, რომ არ გამოფიტოს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებისგან.
როგორ მოვამზადოთ ოხრხუშის ჩაი?
საჭირო ინგრედიენტები:
- დაჭრილი ოხრახუში 5 ს. კ.
- წყალი 1ლ
მომზადების წესები:
წყალი გააცხელეთ, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და გააჩერეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და გამწმენდი სითხეც მზად არის. სურვილისამებრ შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ.
სვით ის პატარ-პატარა ყლუპებით. მიიღეთ ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ მინიმუმ 2 კვირით.
მოამზადეთ უძლიერესი, უმარტივესი, გამწმენდი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.