7 ფაქტი, რასაც თქვენი შარდი განიშნებთ ჯანმრთელობის შესახებ

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თქვენ საპირფარეშოში გასვლისას საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმება შეგიძლიათ. ამის გაკეთება საკუთარი შარდის ფერის მიხედვითაა საკმაოდ მარტივად შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია იცოდეთ თითოეული ცვლილების გამომწვევი მიზეზები, რომელიც ამ სიაშია ჩამოთვლილი:

სტაფილოსფერი

სტაფილოსფერი შარდის გამოწვევა ანტიანთებითი, ქიმიოთერაპიის და საფაღარათო წამლების მიღებას შეუძლია.
ამ ფერს იწვევს ასევე დეჰიდრატაცია.
თუ თქვენი თვალები ასევე მოყვითალო ფერისაა, მაშინ შარდის სტაფილოსფერი შეფერილობა შეიძლება ღვიძლის პრობლემებით იყოს გამოწვეული, რის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

ვარდისფერი და მოწითალო

თუ თქვენ შეჭამეთ ჭარხალი ან მაყვალი, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ასეთ შემთხვევაში ფერი ერთი დღის შემდეგ უნდა გაქრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

ასეთი ფერების მქონე შარდის გაჩენას კონკრეტული ანტიბიოტიკებიც იწვევს, რომელსაც ტუბერკულოზის სამკურნალოდ იყენებენ. იგივეს იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებიც.

თქვენი შარდის წითელი ფერი სისხლით შეიძლება იყოს გამოწვეული, რის გამოყოფასაც საშარდე ტრაქტის ინფექციები, თირკმელების დაავადებები, სიმსივნეები ან თირკმელების კენჭების წარმოქმნა იწვევს. ამიტომ შარდში სისხლის ან სხვა ქსოვილების შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

მწვანე ან ლურჯი

ამ იშვიათი ფერის გამოწვევა ხელოვნური საღებავებით დამზადებული საკვების ან სატაცურის ჭამას შეუძლია. ასეთ დროს ფერი 2 დღეში გაქრება. იგივე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტებმაც. თუ ასეთ მიზეზებთან შეხება არ გქონიათ, მაშინ მიმართეთ ექიმს. ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული მიზეზების გარდა მწვანე ფერის შარდის გამოყოფა შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე ტრაქტის ინფექციამ, რომელიც ბაქტერიითაა გამოწვეული, რომელსაც თირკმელების კენჭების წარმოქმნაც შეუძლია.

ყავისფერი

შარდში ყავისფერი ფერის შემჩნევა დეჰიდრატაციის ბრალი შეიძლება იყოს. თუ ბევრ წყალს სვავთ და ამ სიმპტომს მაინც შეამჩნევთ, მაშინ სჯობს გაესინჯოთ ექიმს. ყავისფერი შარდი შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების პრობლემაზე მიგანიშნებდეთ

თუ თქვენს ყავისფერ შარდს თან ერთვის მუცლის არის ტკივილი, გამონაყარი და კრუნჩხვები, მაშინ დიდი შანსია იმის, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა. ასევე დაშლილი სისხლი ყავისფერ ფერს წარმოქმნის, რისი შემჩნევაც უფრო სერიოზული ისეთი დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს, როგორიცაა მაგალითად სიმსივნე.

ქაფი ან შუშხუნი

დროდადრო ქაფიანი შარდის წარმოქმნა ნორმალურია მოშარდვის სიჩქარიდან გამომდინარე. თუმცა, თუკი ეს ხშირად გიმეორდებათ და უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, მაშინ სჯობს ექიმს მიაკითხოთ.

ქაფის და შუშხუნის ნიშნები შარდში პროტეინის არსებობაზე მიანიშნებს, რასაც პროფესიონალის მიერ გამოკვლევა სჭირდება, რადგან ეს შეიძლება თირკმელების სერიოზული დაზიანების სიმპტომი იყოს.

გამჭირვალე

თუ თქვენი შარდი მთლიანად გამჭირვალეა, ესეიგი თქვენ ზედმეტად ბევრ წყალს სვავთ. ამას სერიოზული რისკები ახლავს თან, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზმში მარილის გაზავება, რასაც სერიოზული ქიმიური დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ასეთ დროს უნდა შეამციროთ წყლის სმის რაოდენობა.

ღია ყვითელი, გამჭირვალე ყვითელი, მუქი ყვითელი

ეს ფერები იმას ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. თქვენი შარდის იდეალური ფერია ღია ოქროსფერი. ღია ყვითელი ჰიდრატაციასა და დეჰიდრატაციას შორის დაჭერილ კარგ ბალანსზე მიგანიშნებთ. მოკლედ თუკი თქვენი შარდი ლიმონათს გავს, ესეიგი ყველაფერი კარგადაა.