სტრიების გაჩენა – ესთეტიკური პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად ქალბატონებს აღენიშნებათ, თუმცა მას ვხვდებით მამაკაცებშიც.
მათი გაჩენის მიზეზი კანის შიდა ფენის გაჭიმვა და გაფართოვებაა. ფეხმძიმობა, წონის მკვეთრი კლება ან მატება, სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატების მიღება – კიდევ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომლებიც სტრიების გაჩენას პროვოცირებს.
ამ უსიამოვნო პრობლემისგან თავის დაღწევაში ძალიან დაგეხმარებათ ხელმისაწვდომი მალამო, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით.
სტრიების მკურნალობა და პროფილაქტიკა
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის პროფილაქტიკა გაცილებით მარტივია, ვიდრე უშუალოდ მკურნალობა. ეს პროცესი რომ შეაფერხოთ, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს A, C, D -ვ იტამინებითა და თუთიით მდიდარი პროდუქტები.
უმჯობესია ფეხმძიმობის დროს უარს თუ იტყვით ყავის, ჩაისა და კოფეინით მდიდარ სასმელების მოხმარებაზე. ასევე აუცილებლად გამორიცხეთ ალკოჰოლი.
თუ თქვენ კანზე სტრიები გაგიჩნდათ, მკურნალობა დაიწყეთ ბუნებრივი მეთოდებით.
იხილეთ ეფექტური საშინაო საშუალებები, რომელთა წყალობით შეიმცირებთ და მოიშორებთ სტრიებს.
სალბის მალამო
საჭირო ინგრედიენტები:
- სალბის ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ხორბლის ჩანაასახების 5 ს. კ.
- ლანოლინის ზეთი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე და თან კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გააგრილეთ, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და კარგად შეიზილეთ.
- პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ.
ნუშისა და ასკილის ზეთი
ორივე ინგრედიენტი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. ხელს უწყობს სტრიების შედეგად დაზიანებული კანის ქსოვილის რეგენერაციას. ზეთების ნაზავი გამოიყენეთ ყოველ დღე შხაპის მიღების შემდეგ.
სტაფილოს პასტა
რამდენიმე სტაფილო დადეთ ორთქლზე, დაელოდეთ დარბილებას. შემდეგ მოამზადეთ პიურე და წაისვით სტრიებზე. მალამო გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
თავდაპირველად სტრიები წითელი ან იასამნისფერია. სწორედ, ახლა არის შესაფერი მომენტი და უნდა დაიწყოთ მზადება მათ აღმოსაფხვრელად. შემოგთავაზებთ თეთრი სტრეიბის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტურ ნატურალურ საშუალებას, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ცალი ჭარხლის კანი
- 5 ცალი ატმის კანი
- სტაფილოს გული
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დაამუშავეთ. დაარბილეთ ორთქლზე, შემდეგ დააბლენდერეთ და უძლიერესი სამკურნალო მალამო კარგად შეიზილეთ სტრიებზე. ნახევარი საათის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ავოკადოსა და ალოე ვერას პასტა
საჭირო ინგრედიენტები:
- ნახევარი ავოკადო
- ალოე ვერა 1 ფოთოლი
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ავოკადო და ალოე ვერას ფოთოლი დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანბულ ადგილებზე და კარგად შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამ პრეპარატს ძლიერი რეგენერაციული მოქმედება აქვს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.