როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ორგანიზმში წყლის დაგროვებას.

თუ თქვენი წონა უმიზეზოდ გაიზარდა, თვალების ქვეშ შავი ზოლები გაგიჩნდათ და სხეულზე ცელულიტებს ამჩნევთ, მაშინ მსგავსი სიმპტომები შესაძლოა ორგანიზმში ზედმეტი რაოდენობის წყლის დაგროვებით იყოს გამოწვეული. ნახეთ როგორაა შესაძლებელი მსგავსი პრობლემისგან თავის დაცვა:

10. ჭამეთ უფრო მეტი ციტრუსები

ჭამეთ ციტრუსოვანი ხილი დაძინებამდე 4 საათით ადრე და მოერიდეთ ბევრი ციტრუსის ჭამას, ალერგიების თავიდან ასაცილებლად.

9. მიიღეთ კონტრასტული შხაპი

შეანაცვლეთ თბილი და ცივი წყალი შხაპის მიღების დროს ერთმანეთს. ამით გააუმჯობესებთ მიმოქცევას სისხლის და ლიმფურ ვენებში.

8. დაუმატეთ მენიუს პროტეინი

მიირთვით ხორცი, კვერცხები, რძე, ყველი და თევზი წყლის შეკავების პრობლემის მოსაგვარებლად და საკმარისი პროტეინის მისაღებად.

7. დალიეთ უფრო მეტი წყალი

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მეტი წყლის დალევა ორგანიზმში წყლის შეკავების პრობლემისგან დაგიცავთ. ჩვენი სხეული წყლის შენახვას იწყებს მაშინ, როდესაც ცდილობს წყლის დანაკლისისგან თავის დაცვას. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ თავი დეჰიდრატაციისგან და მივიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი ორგანიზმის ბალანსის დასაცავად.

6. ჩაანაცვლეთ მარილი ნიორით და მწვანილებით

ორგანიზმში წყლის და მარილის ბალანსის დაცვა აუცილებელია. წყლის შეკავების მთავარი მიზეზი ზედმეტი მარილის მიღებაა, ამიტომ გაამრავალფეროვნეთ მენიუ მარილის ნაცვლად ნიორის და მწვანილების ჭამით.

5. ჭამეთ მაგნიუმით მდიდარი საჭმელები

ადამიანის ორგანიზმს მაგნიუმის მიღება სჭირდება თირკმელების ქვების წარმოქმნისგან თავის დასაცავად. ამიტომ მიირთვით ავოკადო, კაკაო, ნუში და მსგავსი პროდუქტები მაგნიუმის მისაღებად.

4. ისეირნეთ და იცურავეთ

ფეხების შეშუპების გასაქრობად უფრო აქტიური ცხოვრების წესით უნდა დაკავდეთ. დღეში მინიმუმ 15 წუთით იკატავეთ ველოსიპედით, იცურავეთ ან ისეირნეთ.

3. გაიკეთეთ ფუნჯის მასაჟი

ფუნჯის თავები დელიკატურად მოაშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და მასაჟი ასევე გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს ააჩქარებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და შესაბამისად კანის განახლების პროცესსაც, რის გამოც შეშუპების პრობლემა მოგეხსნებათ. გაიკეთეთ დღეში 3-8 წუთიანი მასაჟი ისრების მიმართულებით.

2. დალიეთ ოხრახუშის ჩაი და მოცვის წვენი ყავის ნაცვლად

ოხრახუჩის ჩაი ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს მოგაშორებთ და შეშუპებას გააქრობს. მოცვი მაგნიუმის იდეალური წყალია, რის გამოც მისი წვენის დალევა წყლის შეკავების პრობლემის გაქრობაში დაგეხმარებათ.

1. დაივიწყეთ ტკბილეული

ტკბილეულის და ნახშირწყლების დიდი ოდენობით მიღება წონის მატებას და შეშუპებას იწვევს, რის გამოც სჯობს ისინი კენკრით ჩაანაცვლოთ.