თუ დღესასწაულების შემდეგ ორიოდე კილოგრამი მოიმატეთ, ეს სასმელი ძალიან დაგეხმარებათ

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი დეტოქსიკური სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს და გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან. კარგი იქნება თუ ორგანიზმს დღესასწაულების შემდეგ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქსიკური სასმელით გაიწმენდთ, მაგრამ მისი რეგულარულად გამოყენებაც შეგიძლიათ.

დალიეთ მწვანე წვენი, რომელიც უსწრაფესი გზაა საკვები ნივთიერებების, მინერალებისა და ვიტამინების ასათვისებლად.

იხილეთ დეტოქსიკური წვენის რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლიმონის ნახევარი
  • მწვანე ვაშლი 2 ცალი
  • კოჭა (ჯანჯაფილი) 2,5 სმ სიგრძის

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გამოწურეთ ლიმონისა და ვაშლის წვენები. დაამატეთ ჯანჯაფილის წვენი, აურიეთ. მიირთვით და ისიამოვნეთ.
  2. შეგიძლიათ ვაშლის რაოდენობა გაზარდოთ.
  3. დეტოქსიკური წვენის ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით არის გაჯერებული, რომელთაც ჩვენი ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

ლიმონი

ლიმონი მჟავე ხილია. სხეულში ის მოქმედებს როგორც ტუტე ნივთიერება, რომელიც ეხმარება pH– ის რეგულირებას. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. ის ეხმარება ორგანიზმს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების ათვისებაში.

ვაშლი

ვაშლის ინფუზიას აქვს გამამკვრივებელი და მატონიზირებელი ეფექტი. ფოსფორის შემცველობის წყალობით ვაშლის სასმელი ბუნებრივი საკვებია ნერვული სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებში.

მოამზადეთ უმარტივესი დეტოქსიკური სასმელი, გაიწმინდეთ ორგანიზმი, აასწრაფეთ მეტაბოლიზმი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.