ჟელატინი ეს ის ნატურალური პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნიღბებისა და მალამოების დასამზადებლად. ჟელატინი კანზე ჯადოსნურ ეფექტს ახდენს, ჭიმავს, ასწორებს მცირე ნაოჭებს, ამკვრივებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
1. ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის მალამო
საჭირო იგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- წყალი 0,5 ჩ. ჭ.
- გლიცერინი 0,5 ჩ. ჭ.
- სალიცინის მჟავა მწიკვით
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ გადმოდგით ორთქლიდან და გააგრილეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რათა მასა გახდეს ჟელესებური.
- მომზადებული მალამო ყოველ დღე დაძინებამდე 2 საათით დაიტანეთ სახის კანზე, დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.
- მომზადებული საშუალება 1 თვის მნძილზე გეყოფათ. მალამო შედეთ მაცივარში.
კანის დამატენიანებელი ჟელატინიანი ნიღბები
ჟელატინიანი ნიღბები ფლობს ძლიერ რეგენერაციულ თვისებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სახის ფერს, ჭიმავს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიურობას, აქრობს ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლებს.
ჟელატინისა და ბანანის დამატენიანებელი მალამო
საჭირო იგრედიენტები:
- ადუღებული წყალი 2 ს. კ.
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- ბანანის პიურე 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ჟელატინს დაასხით წყალი და დაელოდეთ აფუებას, შემდეგ დაამატეთ ბანანი, აურიეთ და ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე. ნიღაბი დაიტივეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჟელატინის, თაფლისა და გლიცერინის ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- გლიცერინი 4 ს. კ.
- თალი 2 ს. კ.
- ჟელატინი 2 ჩ. კ.
- წყალი 4 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, შემდეგ კიდევ დაამატეთ 4 ს. კ. ადუღებული წყალი, აურიეთ და გადაიტანეთ სტერილურ ქილაში, თავი მჭიდროდ დაახურეთ. მომზადებული ნიღაბი შედეთ მაცივარში.
ნიღაბი დაიტანეთ სახეზე, დააყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მალამო.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უძლიერესი ჟელატინიანი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.