სტატიაში შემოგთავაზებთ ოთხ ნატურალურ სამკურნალო საშუალებას, რომელთა წყალობით ბუნებრივი გზით გათავისუფლდებით მეტეორიზმისგან და შებერილი მუცლისგან.
ამ მხრივ საუკეთესო საშუალებებია: ძირა, ცერეცო, დარიჩინი და ჯანჯაფილი.
იხილეთ ინფორმაცია თუ რა სარგებლობა მოაქვს უძლიერეს სანელებლებს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. მათი წყალობით გათავისუფლდებით მეტეორიზმისგან და შებერილი მუცლისგან.
1. ძირა
თუ გსურთ გათავისუფლდეთ მეტეორიზმისგან საკვებს დაამატეთ მცირე რაოდენობით ძირა, რაც ძალიან სასარგებლოა მეტეორიზმის მოსაწესრიგებლად. ძირა მოგიხსნით შებერილობის შდეგად გამოწვეულ კუჭის ტკივილს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას.
ძირა მდიდარია ალკალოიდებითა და ეთერზეთებით. ეფექტურ მკურნალად მოგევლინებათ ძირის, თაფლისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეთა კომბინაცია.
2. ცერეცო
მეტეორიზმის სამკურნალო მეორე ინგრედიენტია ცერეცოა. მეტეორიზმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ცერეცოს თესლი, ფესვები, ფოთლები.
ცერეცო სამკურნალო მცენარეა, რომელიც ეფექტურად ხსნის საკვების მიღების შემდეგ გამოწვეულ მუცლის შებერილობას. გარდა ამისა, ის ნაწლავის კარგი მარეგულირებელია როგორც ყაბზობის, ასევე დიარეას დროს.
ცერეცოს ნაყენი დაამატეთ ნედლ სალათებს, წვენებს, სმუზებს. შეგიძლიათ ეს სასრგებლო მცენარე კაფსულების სახით მიიღოთ ან მისი ეთერზეთით მუცელზე გაიკეთოთ მასაჟი.
3. დარიჩინი
დარიჩინი განსაკუთრებით პოპულარული სანელებელია, რომელიც გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმკრობული, ანტიოქსიდანტური, ანტიდიაბეტური და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. აქედან გამომდინარე, დარიჩინი ასევე საჭმლის მომნელებელი ძლიერი საშუალებაა.
დარიჩინი ძალიან სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება მეტეორიზმს. რეკომენდებულია გამოიყენოთ დარიჩინი მონელების, ნაწლავის პარაზიტებისა და ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
4. ჯანჯაფილი
და ბოლოს ჯანჯაფილი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
ჯანჯაფილი ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც არ აღიზიანებს ნაწლავებს.
გამოიყენეთ მშრალი (დაფქვილი) ან ნედლი ჯანჯაფილი. მოამზადეთ ჩაი ან დაამატეთ წვნიანებს, წვენებს, რძის კოქტეილებს, თევზს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები და გათავისუფლდით ისეთი დისკომფორტისგან როგორიცაა მეტეორიზმი და შებერილი მუცელი.