ტანსაცმელზე სუპერწებოს მოშორების მეთოდები – ეს ყველამ უნდა იცოდეს

სუპერწებო ნამდვილად გამოსადეგი ნივთია. მისი დახმარებით შეგიძლიათ ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრები ნივთების შეკეთება. ის ეკრობა ყველაფერს, თითებსაც კი.

თუ წებო შემთხვევით ტანსაცმელზე მოხვდა, დიდ პრობლემად იქცევა. უბრალოდ თბილ წყალში მოთავსებით მას ვერ მოაშორებთ. თუმცა არსებობს მისი მოშორების რამდენიმე მეთოდი.

1. მოათავსეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივ ცელოფნის პარკში და განათავსეთ საყინულეში. ტემპერატურა უნდა იყოს მინიმუმ 18°C. 2 საათის შემდეგ გამოიღეთ, ამ დროს, წებო მთლიანად გამკვრივდება, შეიცვლის ტექსტურას და შეძლებთ მარტივად ჩამოფხიკოთ. აიღეთ დანა და მოაშორეთ.

თუ წებოს ნაწილი ტანსაცმელზე მაინც დარჩა, შეგიძლიათ საპირისპირო მეთოდით მოაშოროთ, ძლიერი გათბობით. წებოს დნობის წერტილი არის დაახლოებით 80°C.

ჩართეთ უთო, წებოვან ადგილას მოათავსეთ ბამბის ქსოვილი და გააუთოვეთ. გაცხელებული წებო სწრაფად დნება და ძალიან მარტივად შეძლებთ მის მოშორებას.

ამის შემდეგ, გარეცხეთ სარეცხი საპნით და თბილი წყლით. ის ახალივით იქნება.

2. როგორ მოვაშოროთ წებო ტანსაცმელს? არსებობს კიდევ რამდენიმე გზა. მაგალითად, ცხიმი. წებოვან ადგილს წაუსვით კარაქი ან გლიცერინი. სუპერწებოს ზოგიერთი ტიპი ამ ნივთიერებებთან ერთად იშლება.

თუ სიცივე და ორთქლი სრულად ვერ გაუმკლავდა, შეგიძლიათ ქიმიკატები გამოიყენოთ. აცეტონი ან გამათეთრებელი (,,ბელეზნა”).

4. იაფი სააფთიაქო საშუალება, როგორიცაა ,,დიმექსიდი” ასევე შეძლებს თქვენს დახმარებას. გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი, რათა დაიცვათ თქვენი კანი.

5. კარგი ხარისხის ქსოვილებს საუკეთესოდ უმკავლდება სუფრის ძმარი.

თუ ქსოვილები ძალიან ძვირფასია უმჯობესია, ამ პროდუქტებს შეურიოთ წყალი და მოათავსოთ კონცენტრირებულ ხსნარში.

იმედია, ეს მეთოდები ნამდვილად დაგეხმარებათ. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.