რატომ უნდა მივირთვათ ერთი მუჭა ნიგოზი ყოველდღიურად

თხილი-ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან მდიდარია ცილებით, ცხიმებით და ორგანიზმს ეფექტურად უნარჩუნებს მეტაბოლიზმის დონეს.

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ საკვებ რაციონს დავამატოთ თხილი, მაგრამ გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ განსაზღვრული ნორმით უნდა მივიღოთ ეს საოცარი პროდუქტი, თორემ შეგვექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია იმ ადამიანთათვის, ვისაც საჭმლის მომნებელი სისტემის პრობლემა აქვთ, აწუხებთ ჭარბწონიანობა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ღვიძლი.

რა რაოდენობით თხილი უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში

1. თხილი მდიდარია ცხიმებით

თხილის შემადგელობაში შემავალი ცხიმები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მიიღეთ მხოლოდ განსაზღვრული ნორმით. დაიმახსოვრეთ, ეს პროდუქტი ძალიანი კალორიულია და ზედმეტი კილოგრამები გარანტირებული გაქვთ.

2. თხილი მდიდარია სელინით

თუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით თხილს, ორგანიზმში მოხვდება სელინის სოლიდური ნორმა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი, ფრჩხილების მსხვრევა, კანის ანთება, ალერგია. თხილი ღვიძლისთვის ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვები თხილის დიდი რაოდენობით მიღებას. მათთვის დღის განმავლობაში საკმარისი იქნება მათი პატარა მუჭა თხილის მიღება.

3. თხილი შეიცავს დუბლინურ ნივთიერებებს

თუ თქვენ საკვების მიღების შემდეგ დროგამოშვებით გრძნობთ სიმძიმეს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თხილის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად, რაგდან ის ძალიან ძნელად მოსანელებელი პროდუქტია და შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების პრობლემები.

თხილი სასარგებლოა კუნთების გაზრდისთვის, ის ტვინისთვის საუკეათესო სტიმულატორია, დადებითად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ დაწესებულ ნორმას, ერთი მუჭას, არ უნდა გადააჭარბოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ თხილი და ეფექტურად გაოიყენეთ ამ საოცარი პროდუქტის დადებითი თვისებები, მაგრამ ეცედეთ, რომ ნორმის გადაჭარბებით თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.