ყურის ტკივილისა და ინფექციებისგან ყველაზე ხშირად ჩვენი პატარები იტანჯებიან. თუ დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება გაუსაძლისია, აუცილებლად გამოიყენეთ საშინაო საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
ყურის ტკივილს იწვევს ყურისა და ახლომდებარე ორგანოების ანთებითი პროცესები და ინფექციები. ამ უსიამოვნო შეგრძნების გამომწვევი მიზეზი სავსებით შესაძლებელია სინუსური ინფექცია ან ყელის ტკივილი იყოს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძველესს მეთოდს, რომელსაც ჩვენი ბებიები და მათზე უფროსი თაობები იყენებდნენ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და შეძლებთ ამ პრობლემის უმარტივესი გზით მოგვარებას.
ყურის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებისთვის დაგჭირდებათ ბამბის წიდა და 1 ½ ჩ. ჭ. ზღვის მარილი.
მომზადების წესები:
- გააცხელეთ ტაფა, ჩაყარეთ ზღვის მარილი წინდაში და 4-6 წუთით დადეთ ტაფაზე გასაცხელებლად. შემდეგ დაიდეთ დაავადებულ ყურზე.
- სიცხე ამცირებს ტკივილს და გამოდევნის ტოქსინებს. ზღვის მარილი მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი და შთანთქავს ზედმეტ ტენს სასმენი აპარატიდან
ეს უმარტივესი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ყურის ინფექციის ან ტკივილის საწინააღმდეგოდ ეს ბუნებრივი, იაფი და ეფექტური გზაა.