ნაადრევი სიბერისა და მუქი ლაქების გაჩენისგან ხელმისაწვდომი საშუალება საიმედოდ დაგიცავთ

957

იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი კანი,   აუცილებელია მისი რეგულარულად კვება ვიტამინებითა და მინერალებით. ამ გზით, კანს უნარჩუნებთ კოლაგენს და ხელს უწყობთ კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სხვა ელემენტების გამომუშავებას.

კოლაგენის დეფიციტის პირველი ნიშნებია: ასაკობრივი, მუქი,  ლაქები, ნაკეცები და ნაოჭები.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ლაქების, გამონაყარის, ნაოჭების, აკნესა და ნაწიბურების წინააღმდეგ ბრძოლას. მოცემული საშუალების დახმარებით კანს შეუნარჩუნებთ ახალგაზდობასა და სილამაზეს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტეი:

  • 1 ს. კ. საკვები სოდა
  • 2 ს. კ.  ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და მოხმარების წესები:

სოდა და ზეთი აურიეთ. სახე გაიწმინდეთ და მზა ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. 7-10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალება და შეუნარჩუნეთ კანს ახალგაზრდობა და სილამაზე.