კომბოსტოს ფოთლების ეფექტურობა დადასტურებულია. ეს სასარგებლო ბოსტნეული გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით.
დაიდიდეთ დაზიანებულ სახსარზე კომბოსტოს ფოთოლი და დაიამეთ ტკივილები.
კომბოსტო ოსტეოპოროზის მკურნალი
ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა:
– როგორ შეიძლება ტკივილის აღმოფხვრა მხოლოდ კომბოსტოს ფოთლის დადებით?
მუხლის სახსსრის ოსტეოპორზით დაავადებულ რამდენიმე პაციენტს ჩაუტარეს ოთხკვირიანი მკურნალობა. ისინი მკურნალობის ტიპის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი კომბოსტოს ფოთლებით მკურნალობდა, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა საშუალებებით. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებიც კომბოსტოს ფურცლებს იდებდნენ, ნაკლები ტკივილები ჰქონდათ.
კომბოსტო ანთების საწინააღმდეგო საშულებაა
,,ბოსტნეულის დედოფალი“ შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ქრონიკულ ანთებას.
კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
კომბოსტო დაბალკალორიული ბოსტნეულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იგი ვიტამინებს არ შეიცავს. იგი K ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ვიტამინის, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის.
იხილეთ საოცარი საფენის მომზადების წესი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მტანჯველი ტკივილებისგან გათავისუფლებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- კომბოსტო
- პარკი
- ალუმინის ფოლგა
- თაფლი
კომბოსტოს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, ცომის საბრტყელებელით დაამუშავეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს და გაახვიეთ ფოლგაში. შემდეგ შედეთ ღუმელში და გააცხელეთ 40 გრადუს ტემპერატურაზე. ფოთოლზე წაუსვით თაფლი და დაიდეთ დაავადებულ სახსარზე. ზემოდან შემოიხვიეთ პარაკი. კომბოსტო დაიტოვეთ 1 საათი, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დაიტოვოთ. თუ ცივი საფენი გირჩევნიათ, მაშინ კომბოსტოს ფურცელი გამოყენებამდე 1 საათით შედეთ მაცივარში.
სასურველი ეფექტის მისაღებად სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ.
თუ თქვენ სახსრები გაწუხებთ, გამოიყენეთ უძლიერესი მკურნალი, კომბოსტო, და გათავისუფლდით სახსრების დაავადებებით გამოწვეული ტკივილებისგან.