დარიჩინის პიკანტური სუნი, ახალ გამომცხვარი ცომეულის ტკბილი არომატი, რომელიც მთელ სახლში ვრცელდება.. რას გახსენებთ? რა თქმა უნდა, შინაურულ ფუნთუშებს! ნაზუქეული ბავშვების და უფროსების ერთ-ერთი საყვარელი სასუსნავია, ამიტომ დიასახლისებმა მისი გამოცხობა უნდა იცოდნენ.
დღეს ტკბილი ფუნთუშების საუკეთესო რეცეპტებს გთავაზობთ, რომელთა მომზადებაც დიდი დროს არ წაგართმევთ.
შინაურული ფუნთუშების რეცეპტები
ფუნთუშები იოგურტით
ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 300 გრ იოგურტი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 2 ჩ/კ შაქარი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
- თასში იოგურტი და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი აურიეთ. ნარევი ნაწილ-ნაწილ იოგურტის და კარაქის ნარევს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.
- მაგიდას ცომი მოაყარეთ და კარგად ამოსული ცომი მასზე მოათავსეთ.
- ცომი 8-10 თანაბარ ნაწილად გაყავით და ფუნთუშების ფორმები გააკეთეთ. თუ გსურთ, ფუნთუშა უფრო ტკბილი იყოს, შეგიძლიათ შაქარში ამოავლოთ, ჩირები ან გემოვნებით ვანილი დაუმატოთ. თუ უტკბილო ფუნთუშას მომზადებას აპირებთ თესლი ან მწვანილები დაუმატეთ.
- ბოლო ეტაპი – ცხობა. ფუნთუშები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 210-220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.
- ფუნთუშები შეწითლებული და ჰაეროვანი უნდა იყოს! მთელი ოჯახი გახარებული იქნება!
რძიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 2/3 ჭიქა რძე
- 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადება:
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ. ტკბილი ფუნთუშისთვის შაქარი დაუმატეთ, უტკბილოსთვის კი – სანელებლები და ბალახები.
- ნარევი რძეს და მცენარეულ ზეთს აურიეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომს 3-4 სმ სიმაღლის კვერის ფორმა მიეცით. ფორმებით ან ჭიქით ცომიდან ფუნთუშები გამოჭერით.
- წინასწარ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ, რომ ფუნთუშები შეწითლდეს.
- მზა ფუნთუშებს შეგიძლიათ შაქარი, დარიჩინი, ყაყაჩო ან სეზამი მოაყაროთ. ასეთი ფუნთუშებით ყველა კმაყოფილი დარჩება!
ფუნთუშები კეფირით და კარაქით
ინგრედიენტები:
- 400 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 250 მლ კეფირი
- 175 გრ კარაქი
- ¾ ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ½ ჩ/კ სოდა
მომზადება:
- გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა პატარა თასში აურიეთ.
- კარაქი ჩანგლით დაჭყლიტეთ, კეფირი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილიდან კვერები გააკეთეთ, ჭიქის ან ფორმის დახმარებით 6 ფუნთუშა გამოჭერით. ცომის მეორე ნაწილზეც ასე გააკეთეთ.
- წინასწარ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ, რომ შეწითლდნენ.
- მზა ფუნთუშებს კეფირი წაუსვით და შაქარი მოაყარეთ. ძალიან ნაზ და ჰაეროვან საკონდიტრო ნაწარმს მიიღებთ.
ფუნთუშები საფუარით
ინგრედიენტები:
- 20-25 ს/კ გაცრილი ფქვილი
- 1 ჭიქა რძე
- ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი
- ½ ჭიქა წყალი
- 1,5 ჩ/კ მშრალი საფუარი
- შაქარი, მარილი გემოვნებით
მომზადება:
- საფუარი წყალს აურიეთ და 2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. თბილ ადგილას გააჩერეთ, რომ აფუებული ცომი ამოვიდეს.
- თასში რძე და კარაქი აურიეთ, საფუარის მასა, ასევე შაქარი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ფქვილის დამატებით ცომი მოზილეთ.
- ცომი მცირე ბურთებად გაყავით, მათგან კვერები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ფუნთუშები მთელ სიგრძეზე დანით დასერეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
- წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფუნთუშები დაახლოებით 12-15 წუთით აცხვეთ, სანამ მზად არ იქნება და არ შეწითლდება.
- მზა ფუნთუშები ცივი წყლით სწრაფად დანამეთ და პირსახოცი გადააფარეთ. შეგიძლიათ დარიჩინი ან შაქარი მოაყაროთ, თუ უტკბო ფუნთუშას მომზადება გსურთ, ბალახები და მწვანილები მოაყარეთ.
ფუნთუშები შაქრით
ინგრედიენტები:
- 6 ჭიქა ფქვილი
- 4 დიდი კვერცხი
- 2 ჭიქა რძე
- ¾ ჭიქა გამდნარი კარაქი (ერბო)
- ¼ ჭიქა შაქარი
- 0.5 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
- ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ცენტრში ჩააღრმავეთ და კარაქი მოათავსეთ. კარგად აურიეთ.
- 3 კვერცხი რძესთან ერთად ათქვიფეთ და ფქვილის მასას დაუმატეთ. აურიეთ და ცომი მოზილეთ.
- მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომი 2,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ფუნთუშები ფორმებით ან ჭიქით გამოჭერით.
- მე-4 კვერცხი ათქვიფეთ და ფუნთუშებს წაუსვით, შემდეგ ზემოდან შაქარი მოაყარეთ.
- ფუნთუშები 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
- მზა ფუნთუშები ცხაურაზე გააგრილეთ და სუფრაზე თამამად გაიტანეთ. ფუნთუშები მშვენიერია!
ასეთი სწრაფი და მარტივი რეცეპტების დახმარებით ფუნთუშებს ყველაზე დაკავებული დიასახლისიც მოამზადებს, რადგან ამისთვის ბევრი დრო საჭირო არაა. ოჯახი სახლში გამომცხვარი ფუნთუშებით გაახარეთ. გემრიელად მიირთვით!