ახლოვდება ზაფხული, წელიწადის უხვმოსავლიანი დრო. დრო, როდესაც ვემზადებით ზამთრისთვის. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და გაგანებივრებთ სხვადასხვა რეცეპტებით.
შემოგთავაზებთ პამიდვრის წვენში გაჯერებული ცხარე წიწაკითა და ნივრით შეზავებული საოცრად გემრიელი ბადრიჯნის რეცეპტს.
დამერწმუნეთ, თუ ერთხელ მაინც მოამზადებთ ამ უგემრიელეს კერძს, გემოს ვერ დაივიწყებთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 1 კგ
- ბულგარული პიმპილი (წითელი) 500 გრ
- ნიორი 2თავი
- მწარე წიწაკა 1 ცალი
- პამიდორი 2 კგ
- ზეთი 150 მლ
- მარილი და შაქარი თითო-თითო ს. კ.
- ძმარი 9%-იანი 100 მლ, ხოლო 70%-იანი 1 ს. კ.
მომზადების წესები:
- ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. პამიდორი გაატარეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთი.
- ნიორი და მწარე წიწაკა დააბლენდერეთ. დაჭრილი ბადრიჯანი დაამარილეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. ბულგარული დაჭერით სიგრძეზე.
- პამიდვრის წვენი საცერში გაატარეთ, რათა თესლისგან და კანების ნარჩენებისგან გაწმინდოთ. მიღებული მასას დაასხით ზეთი, დაამატეთ მარილი, შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- დაამატეთ წითელი პიმპილი და ბადრიჯანი. ბოლოს შეაზავეთ ნივრითა და მწარე წიწაკით. მოურიეთ და აადუღეთ 15-30 წუთის განმავლობაში.
- დაასხით ძმარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი. მზა კერძი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული სახურავები და შეფუთეთ. არ დაგავიწყდეთ ქილები ამოაბრუნეთ. გაციების შემდეგ შეინახეთ საკუჭნაოში.
შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით გამოგივათ 2 ქილა ლიტრიანი და 1 ქილა 700 მი-იანი. გემრიელად მიირთვით!