ფუმფულა და არომატული ფანქეიქები იმდენად ნაზი გამოდის, რომ პირში დნება

შემოგთავაზებთ ამერიკული ბლინების ე. წ. ფანქეიქების რეცეპტს. საოცრად გემრიელი, ფუმფულა ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, ნეკერჩხლის სიროფთან, კარაქთან, არაჟანთან, ნუტელასთან და თქვენთვის სასურველ სხვა გემრიელობასთან ერთად. ფანქეიქები უმარტივესი მოსამზადებელია და რამდენიმე წუთში შეგიძლიათ საუზმე დღესასწაულად აქციოთ.

ბლინების მოსამზდებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 120 გრ ფქვილი
  • 120 მლ რძე
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ცალი კვერცხი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მიიღებთ ერთგვაროვან დასასხმელ მასას.
  2. ტაფა გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ ცომის დასხმამდე ოდნავ გაგრილეთ, შეგიძლიათ 2-3 წამით დადოთ სველ ტილოზე და შემდეგ დაასხით ცომი, დაახლოებით 1 ჩამჩა, და თანაბრად გაანაწილეთ. ტაფას დაახურეთ თავზე, დაახლოებით 1 წუთში გადააბრუნეთ, გააჩერეთ კიდევ 1 წუთი და ფუმფულა ოქროსფრად დაბრაწული ფანქეიქი მზად არის.