ზოგიერთი ადამიანი ანდამატივით იზიდავს კოღოებს. რატომ ხდება ასე, შეიძლება თქვენ კოღოებისგან გაბეზრებული ბრძანდებით, ხოლო თქვენ გვერდით მყოფი არხეინად გრძნობს თავს, რადგან მას ეს სისხლისმსმელი მწერები არ ეკარებიან.
ამის მიზეზი არის სისხლის ჯგუფი, რძემჟავა, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გენეტიკური ფაქტირები, გარკვეული სახის კანის ბაქტერიები, ალკოჰოლის მოხმარება, ორსულობა და ტანსაცმლის ფერიც კი. თურმე კოღოების ,,საყვარელი“ ფერებია: წითელი, შავი და მუქი ლურჯი.
გენეტიკას ვერ შევიცლით, მაგრამ ფერებს გავითვალისწინებთ და ჩავიცვამთ თეთრს, ცივ ლუდზედაც შეგვიძლია უარის თქმა და ცივი წყლითაც გავიგრილებთ სხეულს და შევძლებთ საშინელი ნაკბენებისგან თავის დაღწევას.
შემოგთავაზებთ მწერებისგან დამცავ ბუნებრივ საშუალებას, რომლის დახმარებითაც ამ პრობლემას დაძლევთ.
დაგჭირდებათ:
- ქილა
- ლიმონის რამდენიმე ნაჭერი
- ცაცხვის რამდენიმე ღერო
- როზმარინი 2 ყლორტი
- ლიმონის ევკალიპტის ზეთი 7-9 წვეთი
მომზადების წესი:
ქილაში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები და შეავსეთ წყლით. ამ საშუალების მოსამზადებლად მთავარი პროდუქტია ლიმონის ევკალიპტის ზეთი – მასში შემავალი ნაერთები აფრთხობს მწერებს.
თუ ლიმონის ევკალიპტის ეთერზეთის შოვნას ვერ მოახერხებთ, შეიძინეთ პირდაპირ ევკალიპტის ზეთი და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან ერთად დაამატეთ ნარევში.
ცადეთ ბუნებრივი მწერებისგან დამცავი საშუალება, რომლის სუნის წყალობით თავს დააღწევთ აბეზარ კოღოებს.
გირჩევთ, გამოიყენოთ ლავანდის ეთერზეთი, ვარდისფერი გერანიუმი, პიტნა ან ციტრონელა. შეგიძლიათ კანზე შეიზილოთ ზეთის და ალოე ვერას გელის ნარევი, რომელიც უსაფრთხო საშუალებაა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და გაატარეთ მშვიდად ზაფხულის ცხელი დღეები.