ჩვეულებრივი საკვები პროდუქტები, რომლებიც წმენდს ორგანიზმს, ბევრად უფრო ეფექტურია და უსაფრთხო, ვიდრე ნებისმიერი მედიკამენტი, რომელთაც უამრავი გვერდითი მოვლენა ახლავს.
როგორც მოგეხსენებათ, ბუნება შემოქმედია და მდიდარია საკვები ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტებით. მათ დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა რეგულარულად მოხმარებით მარტივად და უსაფრთხოდ გაიწმენდთ ორგანიზმს.
1. კომბოსტო
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც აკავშირებს მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს და შემდეგ ისინი გამოიყოფა ნაწლავებიდან. კომბოსტო შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და ახდენს მიკროფლორის სტაბილიზაციას.
მის შემადგენლობაში შედის იშვიათი ვიტამინი U, რომელიც ანადგურებს მავნე ნივთიერებებს და კურნავს წყლულებს. მიიღეთ კომბოსტო ნედლი, დამარინადებული ან წვენის სახით.
2. წითელი ჭარხალი
წითელი ჭარხალი ორგანიზმის N1 გამწმენდია. პირველ რიგში, ჭარხლის შემადგენლობაში შედის ბოჭკოები, სპილენძი, ფოსფორი, ვიტამინი c და მთელ რიგი სასარგებლო მჟავები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ანადგურებს ნაწლავებში ჩირქოვან ბაქტერიებს.
მეორეც, მის შემადგენლობაში შედის ლიპოტროპული ნივთიერება ბეტაინი, რომელიც ეხმარება ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში.
მესამეც, ჭარხალს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას. მის შემადგენლობაში შედის კვარცი, ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ფრჩხილების, კანის, თმის მდგომარეობას. მიიღეთ ჭარხალი მოხარშული, სალათებისა და წვენების სახით.
3. ნიორი
უამრავი სასარგებლო კომპონენტი შედის ერთ კბილ ნიორში. ეს კომპონენტები წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ტვინის კიბოს განვითარებას, ანადგურებს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს_ ჰელიკობაქტერიას, ასევე, ანადგურებს ჭიებს, ტუბერკულიოზის ჩხირებს. ნიორი მიიღეთ ნედლი სახით.
4. ხახვი
ხახვი შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც ეთერზეთების შემადგენლობაშია. ფიტონციდები წამში ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოებს. ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელაბას და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც უვნებელყოფს და ანადგურებს ყველაფერს, რაც ვნებს ადამიანის ორგანიზმს. ხახვი მიიღეთ ნედლი, სალათებში, სპირტზე დაყენებული ნაყენების სახით.
5. ვაშლი
ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას. პექტინი და ბოჭკოები, რომლებიც უხვად არის ვაშლში გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს.
ვაშლი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. ვაშლი ანადგურებს გრიპის A ვირუსების გამომწვევ აგენტებს, დეზინტერიას, სტაფილოკოკის ბაქტერიას. მიიღეთ ვაშლი კანიანად, წვენების, გახეხილი, კამპოტის სახით.
6. ავოკადო
ავოკადო შეიცავს გლუტათიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ საშიშ კანცეროგენს. ავოკადო არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამარაგებს სხეულს ჟანგბადით. ავოკადო მიიღეთ ნედლი, ჩირის, წვენის, კარაქის სახით.
7. მოცვი
მოცვი ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალებაა. მოცვი შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს წმენდს საშიში ბაქტერიებისგან. იგი ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას, აგრეთვე წმენდს სისხლძარღვებს სისხლის შედედებისგან და ქოლესტერინის დაფებისგან. მოცვი მიიღეთ ნედლი, წვენის, სასმელების, მურაბის სახით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ ზემოთხსენებული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!