შემოგთავაზებთ ხაჭოსა და ქიშმიშის უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. გამოაცხვეთ ხაჭოს საოცრება და საუზმე დღესასწულად გადააქციეთ.
მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და ეტაპობრივად შეასრულეთ ყველა ქვემოთ მოცემული ნაბიჯი.
და რაც მთავარია, არ გჭირდებათ ფქვილი, სოდა, გამაფხვირებელი.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო 1 კგ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- მანანის ბურღული 0,5 ჩ. ჭ.
- რძე 0,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 5 ცალი
- ქიშმიში 1 ჩ. ჭ.
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- ვანილი
- კარაქი 10 გრ
- ტკბილი კრურტონები 1 ს. კ.
- 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა
მომზადების წესი:
- აიღეთ ღრმა თასი. ათქვიფეთ ხაჭო და კვერცხი, შემდეგ დაამატეთ შაქარი, ვანილი, მანანის ბურღული, რძე, მარილი და კარგად ათქვიფეთ.
- ბოლოს დაამატეთ ქიშმიში და ნაზი ცომიც მზად არის.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, შემდეგ მოაყარეთ ტკბილი კრუტონები.
- გამოაცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად სჭირდება 70-75 წუთი.
- შეგიძლიათ გაგრილებულ ხაჭოს ნამცხვარს მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.
დამერწმუნეთ, გემოს ვერ დაივიწყებთ და ხაჭოს ნამცხვარი თქვენი პატარების საყვარელი დესერტი გახდება.
გემრიელად მიირთვის და ისიამოვნეთ!