როგორ დავისწოროთ თმა სახლის პირობებში, უთოს გამოყენების გარეშე

ხუჭუჭა და დაუმორჩილებელი თმა ხშირად ჩვენი გაღიზიანებას იწვევს. ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ თმის დასწორებას, მათ შორის ხშირად იყენებენ უთოს, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი თმისათვის.

ვიღაცას სწორი თმა სურს, ვიღაცას ხუჭუჭა. ამიტომ ზოგი თმას უთოთი ისწორებს, ზოგი კიდევ ხელოვნურად იხვევს. ამგვარი პროცედურების ხშირი გამოყენება თმისთვის საზიანოა, იწვევს გამოშრობას, თმის ღერების დასუსტებასა და დაწვავს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაისწორებთ თმას, გაიძლიერებთ თმის ფოლეკულებს და შეიჩერებთ მის ცვენას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 1 ფინჯანი
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ აბაზანის ქუდი ან პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

თუ თქვენ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. ნელ-ნელა თმა მიიღებს თქვენთვის სასურველ გლუვ ფორმას, გააძლიერებთ თმის ძირებს, გაიუმჯობესებთ ხარისხს და შეჰმატებთ მბზინვარებას.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, რეგულარულად ჩაიტარეთ შემოთავაზებული პროცედურა, მიანიჭეთ თქვენს თმას სიგლუვე და გაიუმჯობესეთ თმის მდგომარეობა.