როგორ მოვამზადოთ ხახვის მწნილი ცხელი მარინადით

მას, ვისაც ხახვი არ უყვარს, უბრალოდ ხახვის მწნილი არ გაუსინჯავს. ასეთი ხრაშუნა კონსერვის რამდენიმე ქილის მომზადება ნამდვილად ღირს, რადგან საჭიროა მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტები, მომზადებას კი სულ ორი წუთი სჭირდება.

ამიტომაც, დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ხახვის მწნილი ძმრით, ძალიან სწრაფად. ასეთი არომატული მწნილი მჟავე-მოტკბო გემოთი, მოუხდება როგორც ბოსტნეულს, ისე გარნირებსა და, რაღა თქმა უნდა, ხორცსაც. მითუმეტეს, რომ მსგავსი მწნილი მაცივარში 1 თვეზე მეტხანს ძლებს.

როგორ მოვამზადოთ ხახვის მწნილი

ინგრედიენტები:

  • 500 გ წითელი ხახვი
  • 250 მლ ღვინის ძმარი
  • 140 გ შაქარი

მომზადება

1. პირველ რიგში, გაფცქვენით ბოსტნეული. უნდა აღვნიშნოთ, რომ თეთრი ხახვის გამოყენებაც შეიძლება – გემოზე ეს არ იმოქმედებს. უბრალოდ, წითელი ხახვის მწნილი გაცილებით მადისაღმძვრელად გამოიყენება.

2. დაჭერით ხახვი რკალებად და ჩაალაგეთ ქილაში.

3. ჩაასხით ძმარი ცალკე ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. შეგიძლიათ მიხაკის, რამდენიმე მარცვალი შავი პილპილისა და დაფნის ფოთლის დამატებაც. თუმცა, ამ სანელებლების გარეშეც შესანიშნავ მარინადს მიიღებთ.

4. აადუღეთ მარინადი და დაასხით ხახვს.

5. გააგრილეთ ქილა ოთახის ტემპერატურამდე და შედგით მაცივარში. მზადაა!

ხახვის ძმრიანი მწნილის მომზადება ძალიან მარტივია, თუმცა, სამაგიეროდ, ხელთ გექნებათ მზა კერძი, რომელიც მოეწონება მასაც, ვინც ხახვს ვერ იტანს.

კერძი არომატული, ზომიერად ტკბილი და ძალიან ხრაშუნა გამოდის. ასეთი ხახვი უხდება არამხოლოდ მწვადებს ბუნებაში, არამედ თევზსაც სახლში. ვიღაცას ეს მწნილი იდეალურად მიაჩნია სალათებისთვის, ვიღაც კი უბრალოდ პურთან მიირთმევს. ნებისმიერ შემთხვევაში, გემრიელია!