ღვიძლმა შეუფერხებლად რომ იმუშაოს და ბოლომდე გაიწმინდოთ ის, მოამზადეთ და მიიღეთ ხელმისაწვდომი სასმელი

ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესის წარმართვაზე, მათ შორის: ცილების სინთეზი, ვიტამინების შენახვა, სისხლის ტოქსიკური ნითიერებისგან გაწმენდა და ა.შ. იზრუნეთ კვების რაციონზე, რათა არ გადატვირთოთ ღვიძლი, რადგან ამ შემთხვევაში ის იწყებს ტოქსინებისა და ცხიმების დაგროვებას.

გადამუშავებულ საკვების, გაზიან სასმელების, ალოჰოლის და ცომეულის მოხმარების შედეგად, ჩვენ უდიდეს ზიანს ვაყენებთ ამ ორგანოს. როდესაც ირღვევა ღვიძლის მუშაობა, ზიანდება მთელი ჩვენი ორგანიზმი.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ბოლომდე გაიწმენდთ ღვიძლს და მოიწესრიგებთ მის მუშაობას.

იხილეთ ციტრუსისა და პიტნის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო სასმელის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • წყალი 2 ლ
  • მწვანე ჩაი 2 ჩ. კ.
  • პიტნა მუჭა
  • ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა 1 ს. კ.
  • თაფლი (სურვილისამებრ) 1 ს. კ.

მომზადების წესი:

ადუღებულ წყალს დაამატეთ მწვანე ჩაი და პიტნის ფოთლები. დაახურეთ და დაელოდეთ გაგრილებას. გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის გახეხილი ცედრა. ბოლოს დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლიც.

გამოყენების წესი:

მომზადებული ელექსირი მიიღეთ 1 ჩ. ჭ. დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე. სასურველია, თუ მკუნალობას ჩაიტარებთ წელიწადში 2-3-ჯერ.

ეს მარტივი დეტოქსიკატორი დაგეხმარებათ, ბუნებრივი გზით შეუნარჩუნოთ ღვიძლს ჯანმრთელობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!