დაფნის ზეთს თავად ვამზადებ. ის ვარიკოზისა და სახსრების მკურნალობაში ძალიან მეხმარება

დაფნის ფოთოლი დიასახლისების საყვარელი სანელებელია. იგი კერძებს საოცარ არომატს აძლევს. გარდა კულინარიული შესაძლებლობისა, დაფნა უძლიერესი სამკურნალო მცენარეა და მას დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

საუკუნეებია, მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ მის ბაზაზე მომზადებულ ზეთს.

დაფნის ზეთი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, წმენდს მსხვილ ნაწლავს, კურნავს ვარიკოზულ ვენებსა და სახსრების დაავადებებს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ა.შ.

შემოთავაზებული საშუალების წყალობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოიგვარებთ. განსაკუთრებით ეფექტურია ის ვარიკოზული ვენებისა და სახსრების სამკურნალოდ.

დაფნის ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • დაფნის ფოთოლი 30 გრ
  • ზეითუნის ზეთი 250 გრ

მომზადების წესი:

  1. დაფნის ფოთოლი დაანაწევრეთ, მოათავსეთ ქილაში და დაასხით ზეითუნის ზეთი.
  2. ქილას დაახურეთ და ორი კვირის განმავლობაში დადგით სიგრილეში.
  3. არ დაგავიწყდეთ, ქილა ხშირად შეანჯღრიეთ ხოლმე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაფნის ფოთლები ამოიღეთ და კვლავ 2 კვირით დააყოვნეთ.
  4. შემდეგ მარლის საშუალებით გადაწურეთ და სამკურნალო ზეთიც მზად არის.

სახსრების ტკივილისა და ვარიკოზული ვენების დროს ზეთი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და ფრთხილად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.

დაფნის ფოთოლი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. მას შეუძლია ასპირინის ჩაანაცვლება და სხეული მაღალი ტემპერატურის დაწევა.