სტატიაში შემოგთავაზებთ ანანასისა და დარიჩინის ბაზაზე მომზადებული გასახდომი საშუალების რეცეპტს.
ანანასი ცნობილია როგორც ჭარბი წონის სამკურნალო საშუალება. მის შემაგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც წვავს ცხიმებს.
სწორედ ამიტომ, ეს ტროპიკული ხილი თითქმის ყოველთვის შედის ჭარბი წონის საწინააღმდეგო საშუალებათა შემადგენლობაში. ზედმეტი კილოგრამების ათვისება ძალიან მარტივია, მაგრამ მათგან თავის დაღწევა – საკმაოდ რთული.
დარიჩინი არომატული და ძალიან სასარგებლო სანელებელია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში. დარიჩინი სილამაზის დამცველია. ეს საოცარი სანელებელი ხელს უწობს თმის ზრდას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აქვეითებს მადას.
ანანსათან კომბინაციაში დარიჩინი საოცრად ეფექტურია როგორც წონაში დასაკლებად, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად.
დაიმახსოვრეთ, დარიჩინის გამოყენება ტემპერატურისა და მაღალი წნევის დროს არ შეიძლება.
გარდა ანანასისა, დარიჩინი განსაკუთრებით ეფექტურია თაფლთან კომბინაციაში. ამ კავშირით შეძლებთ მუცლის ცხიმის მოშორებას.
იხილეთ ჯადოსნური კოქტეილის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწიფე ანანასის კანი
- დარიჩინი 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ლ
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით წყალი და 5-10 წუთამდე ადუღეთ, დაამატეთ ანანსის კარგად გარეცხილი და გასუფთავებული კანი, ადუღეთ 10 წუთი და შეაზავეთ დარიჩინით. ადუღეთ კიდევ 2 წუთი. გამორთეთ და დააყოვნეთ 20 წუთი.
- მიიღეთ თბილი ან ცხელი დღეში 1-2-ჯერ. სასურველია დალიოთ სადილის ან სამხრის შემდეგ. მიიღეთ კვირაში ოთხი დღე, დაისვენეთ სამი დღე. შემდეგ პროცედურები გაიმეორეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ საოცარი საშუალება, დააღწიეთ თავი აბეზარ კილოგრამებს და გაილამაზეთ ცხოვრება.