ქრონიკული გულძმარვა ხშირად მაწუხებდა. ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებები პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა

გულძმარვა საშინელ დისკომფორტს გიქმნით? ეს უსიამოვნო პრობლემა წარმოიქმნება სხვადასხვა მიზეზების გამო. ყველაზე ხშირად მას არასწორი კვება იწვევს. გულძმარვის პროვოცირება შეუძლია მჭიდროდ მოჭერილ ქამარს  ან მძიმე ტვირთის ტარებას.

გულძმარვისგან გათავისუფლება არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ეს მოგვარებეადი პრობლემაა. ერთ-ერთი საუკეთესო და ყველასათვის ცნობილი საშუალებაა სოდა. მაგრამ მის გამოყენებას მრავალი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. კუჭის წვენის ზემოქმედებით სოდა გამოყოფს ნახშიროჟანგს და იწვევს მუცლის შებერვას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, თავი დააღწიოთ გულძმარცვას.

1. ნუში

ნუშს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს, გაასუფთავეთ  კანინისგან და კარგად ჩაღეჭეთ. ნუში ანეიტრალებს კუჭის სიმჟავეს. გულმძვარვა რამდენიმე წუთში გაგივლით.

2. კარტოფილის წვენი

კარტოფილი გახეხეთ და მარლით გაწურეთ. მომზადებული წვენის რამდენიმე კოვზი მიიღეთ ჭამამდე და გათავისუფლდით გულძმარვისგან. მომატებული მჟავიანობის კიდევ ერთი საუკეთესო დამხმარე სტაფილოს წვენია.

3. მჟავე მინერალური წყალი

მჟავე მინერალური წყალი, თავისი შემადგენლობის წყალობით,  გულძმარვის საწინააღმდეგო სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.

4. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარს მსუბუქი გულძმარვის დროს იყენებენ. 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი გახსენით ნახევარ ჩ. ჭ. წყალში და დალიეთ.

5. წიწიბურა

ქრონიკული გულძმარვისგან გასათავისუფლებლად მოხალული და დაფქვილი წიწიბურა საუკეთესო საშუალებაა.  ჭამამდე მიიღეთ წიწიბურას ფხვნილის 3 გრ.

გუძმარვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება არსებობს. ამ უსიამოვნო პრობლემას ეფექტურად უმკლავდებიან ანტაციდები, მაგრამ თუ ეს პრეპარატები ხელთ არ გაქვთ, მათ ჩასანაცვლებლად შეგიძლიათ მიმართოთ ტრადიციულ მედიცინას.

გაითვალისწინეთ, ეს უსუამოვნო პრობლემა საყურადღებოა და თუ გულძმარვა სისტემატურ ხასიათს იღებს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გისურვებთ ჯაანმრთელობას!