წელიწადის ცხელ თვეებში ზურგზე ჩნდება გამონაყარი, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლმაა. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და შემოგთავაზებთ მარილის ბაზაზე მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ამ უსიამოვნო პრობლემისგან გათავისუფლებას.
მარილს უხეში სტრუქტურა აქვს, რომლის წყალობითაც იგი მსუბუქი ამქერცლავი საშუალებაა და სწორედ ამიტომ, ხელს უშლის ფორების დახშობას. ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით მდიდარი მარილი იდეალური საშუალებაა გამონაყარის აღმოსაფხვრელად და კანის სისუფთავის შესანარჩუნებლად.
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზღვის მარილი, ასევე ჰიმალაის ვარდისფერი მარილი.
საშუალების შემადგენლობაში შედის ზეთი და ბალახების ნარევი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტურია ზეითუნის, ავოკადოს, ნუშის, ქოქოსის, ჟოჟობას-ზეთები (შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი). ხოლო ბალახებიდან: კალენდულა, სალბი, გვირილა, ბაბუაწვერა, ძირტკბილა და ქრისტესისხლა. აირჩიეთ რამდენიმე და დაფქვით.
გარდა იმისა, რომ სამკურნალო ნარევი გაგათავისუფლებთ მუწუკებისგან, გაგიაქტიურებთ სისხლის მიმოქცევას, ლიმფის ცირკულაციას, მოგაშორებთ ცელულიტს და გაგათავისუფლებთ კისრისა და ზურგის ტკივილისგან.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარილი 2 ს. კ.
- ბალახების ნარევი 2 ს. კ.
- ზეთი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. ძალა არ დაატანოთ, რადგან შესაძლებელია კანი დაიზიანოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-7 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რეკომენდებულია გამოიყენოთ კვირაში 2-ჯერ, სანამ მუწუკები სულ არ გაგიქრებათ. შემდეგ კი, პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ 7-10 დღეში ერთხელ.
ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, რა თქმა უნდა, თუ ალერგიული არ ხართ, დაფქვილი ყავა და შაქარი.
სასურველია, გაიკეთოთ ზღვის მარილის, სოდისა და ბალახების ნახარშის აბაზანები. განსაკუთრებით ეფექტურია სალბის ნახარში, რადგან ის ამცირებს ოფლიანობას და ასწრაფებს კანის შეხორცებას.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და არასასურველი გამონაყარისგან უმარტივესი გზით გათავისუფლდით.