სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ ანემიის საწინააღმდეგო კოქტეილს – მისი დახმარებით გაზრდით სისხლში რკინის შემცველობას.
რკინა უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც ამცირებს თრომბების, გულის შეტევებისა და ინსულტის განვითარების რისკს. ის აუცილებელია ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი მთელ ჩვენს ორგანიზმში.
ბოსტნეულის კოქტეილი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, წარმოადგენს რკინის ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. ეს ხელმისაწვდომი საშუალება საკმაოდ იოლი მოსამზადებელია, ხოლო მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე – ფასდაუდებელი.
კოქტეილის მოსამზადებლად დგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- ვაშლი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- ბროკოლი ნახევარი ჩ. ჭ.
- კომბოსტოს 2 ფოთოლი
მომზადების წესები:
- ინგრედიენტები დაჭერით და დააბლენდერეთ. მიიღებთ სქელ სასმელს. სურვილისამებრ, დაამატეთ ლიმონი და დაუყონებლივ დალიეთ.
- მიიღეთ ეს სასმელი ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ რამდენიმე დღიანი შესვენება.
რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელს ჩვენი ორგანიზმისთვის?
- ჭარხალი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რომლებიც ასტიმულირებს დეტოქსიკაციის ფერმენტების გამომუშავებას და აჩქარებს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერების გამოდევნას.
- ჭარხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ჭარხალი ანემიის საუკეთესო მკურნალია, წმენდს და აახლებს სისხლს.
- სტაფილო ზრდის სისხლში ერითროციტების რაოდენობას, ამარცხებს ანემიას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
- საკვები ნივთიერებებით გაჯერებული ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტია.
- ვაშლი იდეალური ხილია სმუზების მოსამზადებლად. გარდა იმისა, რომ ვაშლი გაჯერებულია ვიტამინებით, სასმელს არომატსა ჰმატებს და ატკბობს.
მოამზადეთ შემოთავაზებული კოქტეილი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.