ქუსლების კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან ამ მიდამოებში კანი ადვილად შრება და უხეშდება, ჩნდება ნახეთქები. ეს ფაქტორები იწვევს დისკომფორტს, ტკივილს და ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახია.
შემოგთავაზებთ საშინაო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გამომშრალი და დახეთქილი კანის აღდგენას, დატენიანებას და ჭრილობების სწრაფად მოშუშებას.
მშრალი და დახეთქილი კანის საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფუტკრის ცვილი 50 გრ (თუ არ გაქვთ ცვილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმავე რაოდენობის თაფლი)
- ლავანდის ეთერზეთი (ან ფორთოხლის, ან პიტნის) 5-7 წვეთი
- კაკაოს კარქი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის, ან შიის, ან გამდნარი ნაღების კარაქი) 25 გრ
- ნუშის ან ზეითუნის ზეთი 250 მლ
მომზადების წესი:
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ცვილი და კარაქი.
- შემდეგ დაამატეთ ზეთი და ეთერზეთი.
- კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში. მომზადებული მასა შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
ყოველ საღამოს მალამო დაიტანეთ კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, რათა კიდევ უფრო მეტად შეძლოს კანში შეღწევა და გააუმჯობესოს დატენიანების, დარბილებისა და აღდგენის პროცესები. მალამო წაისვით საღამოს.
აღმდგენ მალამოს დამატებითი ინგრედიენტების სახით შეგიძლიათ დაამატოთ:
- ალოეს წვენი 1 ჩ. კ.
- ალოე დაგეხმარებათ კანის აღდგენასა და დატენიანებაში.
- პროპოლისი (დინდგელი) 1 ს. კ.
- პროპოლისი არბილებს კანს.
- ქაცვის ზეთი 1 ჩ. კ.
- ქაცვის ზეთი სწრაფად აღადგენს კანის დაზიანებულ ქსოვილებს.
მალამო შეიზილეთ სუფთა კანზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და ჩაიცვით წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათით ან მთელი ღამით.
პირველი გამოყენებისთანავე საუკეთესო შედეგს მიიღებთ. მოამზადეთ უძლიერესი აღმდგენი მალამო და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.