კანი მუდამ ახალგაზრდად და ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ეს საშინაო საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

C და E ვიტამინები საოცრებებს ახდენს კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, კურნავს, აღადგენს და ატენიანებს კანს, აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს.

C ვიტამინი იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას, კერძოდ ნაოჭების გაჩენას მინუმუმადე ამცირებს.

ვიტამინი E შთანთქავს მზის მავნე ულტრაიისფერ სხივებს,  ამცირებს მზის სხივებით გამოწვეულ ზიანს და აგარიდებთ მუქი ლაქების წარმოქმნას.

თუ გსურთ, კანი დაიცვათ დაზიანებებისგან, საუკეთესო გამოსავალი არის C და E ვიტამინების შემცველი ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი  ნიღბებისა და კრემების გამოყენება.

შემოგთავაზებთ ორი უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომელთა წყალობით კანს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანთ.

C ვიტამინით გაჯერებული ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის ცედრა დაფქული 1 ს. კ.
  • ალოეს გელი 1 ს. კ.
  • ნატურალური იოგურტი 1 ს. კ.
  • ცოტა კურკუმას ფხვნილი

მომზადებისა და გმოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და საუკეთესო შედეგასც მალე მიიღებთ.

E ვიტამინით მდიდარი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ხელსახოცით შეიშრეთ (წყლით არ ჩამოიბანოთ). მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მზის დამცავი კრემი. ის აგარიდებთ პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.