თუ ჭარბი კილოგრამები არ გაწუხებთ, თუმცა მუცელი გაბერილი გაქვთ, მიიღეთ პიტნის ნაყენი

882

მუცლის ტკივილი, შებერილობა და მეტეორიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ცუდი მონელებით ან მძიმე და დამუშავებული საკვების მოხმარებით.

მუცლის ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებების პროვოცირება, როგორიცაა; გასტრიტი ან კუჭის წყლული. ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება და მიზეზის  დადგენა.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ებრძვის კუჭის მომატებულ მჟავიანობას, გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან და შებერილი მუცლისგან.

შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით მომზადებული ნაყენები მოცემულ პრობლემათა გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური საშუალებებია.

1. გვირილის, მრავალძარღვასა და კოჭას ნაყენი

ეს არის შესანიშნავი ნაზავი, რადგან მოცემულ ინგრედიენტთა კომბინაცია აძლიერებს მათ საჭმლის მომნელებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

1 ლ ადუღებულ წყალს დაამატეთ ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და სუფრის კოვზი გამხმარი ანისული. დააყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ, დაატკბეთ და მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

2. პიტნის ნაყენი, ანისული და დარიჩინი

პიტნა მეტეორიზმის საწინააღმდეგო უძლიერესი ბუნებრივი საშუალებაა. პიტნის, დარიჩინისა და ანისულის კომბინაციის შედეგად მიიღებთ უძლიერეს სამკურნალო ნაყენს, რომლის დახმარებითაც მოიგვარებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს.

500 მლ ადუღებულ წყალს დაამატეთ ცეილონის დარიჩინის ჯოხის პატარა ნაჭერი, მუჭა პიტნა და ჩაის კოვზი ანისის ვარსკვლავი. ადუღეთ 1-2 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ 15 წუთი. ნაყენი გადაწურეთ, სურვილისამებრ დაატკბეთ თაფლით და მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალშდში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი, მაგრამ უძლიერესი სამკურნალო ნაყენები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.