სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი ბადრიჯნის რეცეპტს, რომელიც ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში კიდევ უფრო გემრიელი გახდება.
კერძი უმარტივესი მოსამზადებელია, რადგან ბადრიჯანს არ სჭირდება ცალკე შეწვა. ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ და ზამთარში გემრიელად მიირთვით.
საჭირო ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 10 ცალი
- სტაფილო 10 ცალი
- წითელი ბულგარული პიმპილი 10 ცალი
- პომიდორი (დიდი და ხორციანი) 10 ცალი
- ხახვი 4 ცალი
- ნიორი 1 თავი
- ძმარი 6%-იანი 1,5 ჩ. ჭ.
- ზეთი 150-200 გრ
- მარილი 5 ს. კ.
- შაქარი 5 ჩ. კ.
- მწარე წიწაკა 1-2 ცალი
მომზადების წესები:
- ინგრედიენტები მოაგროვეთ, დარეცხეთ და დაიწყეთ მომზადება.
- აიღეთ დიდი და ხორციანი პომიდვრები, დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ.
- გაუთლელი ბადრიჯანი საშუალო ზომის რგოლებად დაჭერით და გაანაწილეთ ქვაბში.
- ბულგარული წიწაკა შიგთავსისგან გაასუფთავეთ, დაჭერით რგოლებად და ბადრიჯანს ზემოდან დააყარეთ.
- ხახვი, სტაფილო, ნიორი, მწარე წიწაკა დაჭერით რგოლებად და ქვაბში ჩაყარეთ.
- ზემოდან მოასხით ზეთი, ცოტა ძმარი, მარილი და შაქარი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებიდან კიდევ 30 წუთი ხარშეთ.
- დაასტრილეთ ქილები, ხუფები.
- მომზადებული კერძი ქილებში გადაიტანეთ, ხუფეები მჭიდროდ დაახურეთ. ქილები თავდაყირა დააწყვეთ და შეფუთეთ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!