სააბაზანო ოთახის ისე მოწყობის „როგორც სურათზეა“ მცდელობის დროს გამოუცდელი მფლობელები ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომლებიც ძვირადღირებული რემონტიდან რამდენიმე თვეში ან კვირაში გვერდითა შედეგებით თავს იჩენს. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან, რომ სააბაზანო ოთახი არა მხოლოდ კომფორტული იყოს, არამედ ახალი კაპიტალდაბანდება დიდხანს არ დასჭირდეს.
დღეს განვიხილავთ 7 მთავარ შეცდომას სააბაზანო ოთახის მოწყობის დროს, რომლებიც მას ნელი მოქმედების ბომბად აქცევს. ამ შეცდომებზე ათასობით ადამიანმა თავი იმტვრია და გამოსასწორებლად უამრავი ფული დახარჯა. შეცდომებს თავი აარიდეთ, თუ არ გსურთ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ.
პატარა სააბაზანო ოთახი
1. გოფრირებული მილი აბაზანის კანალიზაციასთან დასაკავშირებლად
საკმარისია, ნებისმიერი ასეთი მილი გახსნათ და ნახოთ, თუ რამდენი ჭუჭყი და ნაგავი გროვდება ასეთ „გარმონში“. ის ყოველ მეორე დღეს უნდა გაწმინდოთ! აი, გლუვ მილში დაბინძურება იშვიათად ხდება, მთავარია დაყენების დროს 45 გრადუსიანი კუთხე დაიცვათ. აი, „ამერიკული მთების“ მოწყობა მუდმივი დანაგვიანების გარანტიაა.
2. გამწოვის არ არსებობა
ბინაში არც ერთ ოთახს ისე არ სჭირდება გამწოვი, როგორც სააბაზანო ოთახს. ჰაერის მუდმივი ცირკულაციით ოთახს სინესტისგან დაიცავთ და სააბაზანოს სოკოს საცხოვრებლად არ აქცევთ.
3. ცუდი გალესვა
კარგი გალესვით იაფი ფილებიც კი შესაშნავად გამოიყურება. უხარისხო გალესვა ძვირადღირებულ ფილებსაც სწრაფად გაანადგურებს. აღსანიშნავია, რომ იატაკსა და კედლებზე ღია ღარები არასასურველია, რადგან უკვე პირველივე დღეებში მასში ჭუჭყი დაგროვდება და ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
4. ღარების ცემენტით შელესვა იქ, სადაც აბაზანა ფილებს ერწყმის
ასეთი ნაკერი ვიბრაციის გამო ადრე თუ გვიან მაინც დასკდება და ობის და სოკოს გავრცელების ადგილი გახდება. სწორედ ამიტომ, ცემენტით შელესვის ნაცვლად სჯობს სტიკები, მაგალითად სილიკონის დასალუქი მასალა გამოიყენოთ. ასეთი ნაერთი საკმაოდ ელასტიკური და გამძლეა. ასევე არ გირჩევთ ფილებით საზღვრების გაკეთებას იქ, სადაც აბაზანა კედელს უერთდება.
5. სქელი ცემენტის ფენა ფილებისთვის
ასე ფილები კედლიდან საკუთარი სიმძიმის გამო ისრიალებს, საერთო გეომეტრიას დაარღვევს და არათანაბარ პირებს შექმნის. იატაკის სქელი ფენით დაფარვისას საბოლოოდ სიცარიელე, შედეგად კი ბზარები წარმოიქმნება.
6. ჰიდროიზოლაციის არ არსებობა
სააბაზანო ოთახის ლამაზად მოწყობისას მფლობელები პრობლემებზე იშვიათად ფიქრობენ. ჰიდროიზოლაციის უგულებელყოფა მომავალში სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა, რადგან წყლის გაჟონვის შემთხვევაში ქვემოთ მეზობლებს დატბორავთ. სწორედ ამიტომ, ჰიდროიზოლაციაზე ბოლოს არ უნდა იფიქროთ.
7. ესთეტიკა პირველ ადგილზე
მოდური ტენდენციების მიდევნებით დამღუპველ შედეგებს ვიღებთ. ჩაფიქრებული ნიჟარა გამოსაყენებლად შეიძლება მოუხერხებელი იყოს, ხოლო დიზაინერული ონკანი მუდმივად წყალს ისვრიდეს, თანამედროვე ნათურები ტენისგან დაუცველი იყოს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პატარა სააბაზანო ოთახის დიზაინს ანადგურებს – ღია ფერადი გამა. საქმე იმაშია, რომ გაჯერებული ფერები სჯობს აქსესუარებისთვის შეინახოთ, რომელთა გამოცვლაც მარტივია. აი, ფილების ან სანტექნიკისთვის სჯობს ნეიტრალური ფერები გამოიყენოთ, რომელიც დროთა განმავლობაში ნამდვილად არ მოგბეზრდებათ.