ძვლებისა და სახსრების გამაგრება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, განსაკუთერბით კი, ოსტეოპოროზითა და ართრიტით დაავადებულთათვის. რეკომენდებულია კვების რაციონი გაამდიდროთ კალციუმით, მაგნიუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებით.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა დახმარებით გაიუმჯობესებთ ძვლების სიმკვრივესა და ჯანმრთელობას.
1. ისპანახი
ისპანახი მდიდარია რკინით, კალციუმით, ცილით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავით, ფოსფორით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, E, K, A, C, B6, B2-ვიტამინებით და ბოჭკოებით. დაამატეთ კვების რაციონს ისპანახი და დაეხმარეთ ძველბსა და სახსრებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ისპანახი აფერხებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა: კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გაგათავისუფლებთ ნაწლავის პრობლემებისგან. ისპანახი იდეალური საშუალებაა ალცჰეიმერისა და კატარაქტის პროფილაქტიკისთვის.
2. სეზამის მარცვლები
სეზამის მარცვლები ბუნებრივი წყაროა კალციუმის, აგრეთვე შეიცავს მაგნიუმს და ფოსფორს, რომლებიც უზრუნველყოფს ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას. სეზამის მარცვლები მდიდარია თუთიით. მოხმარებული თუთიის დაბალი რაოდენობა ასოცირდება ოსტეოპოროზთან.
3. წიწმატი
წიწმატი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. შეიცავს A, C, E, D, B-ვიტამინებს, ბოჭკოებს, გაჯერებულია ისეთი მინერალებით, როგორიცაა: თუთია, კალიუმი, იოდი, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა.
წიწმატი ნაბახუსევის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. ის ასევე იდეალურია ყაბზობის, ანთების, ინფექციების, თირკმელებში არსებული ქვების საწინააღმდეგოდ.
წიწმატი ასევე ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანმრთელობას.
4. შავი ქლიავი
ადამიანები, რომლებიც C ვიტამინით მდიდარ საკვებს მოიხმარენ 70 %-ით ნაკლებ ხრტილოვან მასას კარგავენ.
თუ გსურთ გაიძლიეროთ თქვენი ძვლები, ხრტილები და სახსრები რეგულარულად მიირთვით შავი ქლიავი.
5. ზღვის ცხიმიანი თევზი
თევზი ორგანიზმს უზრუნვეყოფს ვიტამინებით, ცილებით, მინერალებით, ცხიმოვანი მჟავებით, B ჯგუფის ვიტამინებით, სელენით, კალციუმით, მაგნიუმითა და ომეგა 3-ით.
შედეგად კი დიდი სარგებლობა მოაქვს ძვლებისთვის და სახსრებისთვის, აგრეთვე ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას, თავიდან გვარიდებს ინსულტსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს, ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს.
6. ძვლის ბულიონი
ძვლის ბულიონი მდიდარია ორი სპეციფიკური ამინომჟავით: პროლინით და გლიცინით, აგრეთვე ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ კვების რაცინს ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისა და აქტიური ცხოვრების საწინდარია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!