თეთრ წერტილებს მარტივად გაუმკლავდებით ნატურალური და ხელმისაწვდომი პროდუქტების დახმარებით

თვალების ქვეშ ხშირად ჩნდება პატარა თეთრი ცხიმგროვები. ცხიმგროვები ჩნდება ლოყებზე, ცხვირის ნესტოებზე, ქუთუთოების კანზე და ა.შ.

ამ უსიამოვნო თეთრი წერტილების გაჩენას იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევა და არასწორად შერჩეული კოსმეტოლოგიური საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობითაც უმარტივესი გზით, ბუნებრივი პროდუქტების დახმარებით, შეძლებთ ცხიმგროვების, თეთრი წერტილების მოშორებას.

შვრიის ფაფა

შვრია რძიანი ლაქების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ 1 ს. კ. დაფქვილი შვირია. დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა.

მომზადებული მასით კარგად გაიწმინდეთ სახის კანი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხიმგროვებს.

ორთქლით მკურნალობა

დაორთქვლა მარტივი მეთოდია, მაგრამ საოცრად ეფექტურია, როცა საქმე ცხიმგროვებს ეხება. აადუღეთ წყალი, ჩაასხით თასში. სახე გააჩერეთ თასის თავზე, გადაიფარეთ პირსახოცი და მიეცით ორთქლს იმის საშუალება, გახსნას ფორები.

საუკეთესო შედეგის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე. შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული როზაცეას-ვარდისფერი ფერისმჭამელების დროს.

თაფლი

თაფლი მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო საშუალებაა. უბრალოდ დაიტანეთ მცირე რაოდენობის თაფლი ცხიმგროვებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც კოსმეტოლოგიური ხაზით მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ხელს უწყობს თმის ზრდას, წარბებისა და წამწამების დაგრძელებას.

1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთისა და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთის ნარევი შეიზილეთ მითიტებულ ადგილებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შაქარისა და ლიმონის პილინგი

ცხიმგროვებისგან თავის დასარწევად აქერცვლა საუკეთესო მეთოდია. 1 ჩ. კ. შაქრისა და ცოტა ლიმონის წვენის ნარევი დაიტანეთ სახის კანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ. დასრულებისას სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი რძიანი ლაქების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. ანტიბაქტერიული თვისებით გაჯერებული ჩაის ხის ზეთი კანის ყველა ტიპის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო ვარიანტია.

ჩაის ხის ზეთი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და მარტივი გზით მოიშორეთ არასასურველი ცხიმგროვები.