მაქსიმალურად გამოიყენეთ დასვენების დღეები და შეეცადეთ, თქვენი საყვარელი ადამიანები გაანებივროთ უგემრიელესი კერძებითა და დესერტებით. ჩვენც ვზრუნავთ თქვენზე და პერიდულად მოგაწვდით სეზონის შესაბამის ახალ-ახალ რეცეპტებს.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს პეროგის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ უგემრიელესია, არომატულ ჩაისთან ერთად კი საოცრებაა.
საჭირო ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 200 გრ
- ხაჭო 9%-იანი 300 გრ
- კარაქი 150 გრ
- სოდა 1 ჩ. კ.
- გარგრის ჩირი 100 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
- აიღეთ ღრმა თასი, ჩაყარეთ 200 გრ შაქარი, დაასხით გამდნარი კარაქი, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.
- დაამატეთ ხაჭო და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
- გარგრის ჩირი დაჭერით და დაამატეთ ცომს.
- შეაზავეთ სოდით, ვანილით და თანდათან შეაზილეთ ფქვილი.
- აიღეთ 19-20 სმ დიამეტრის ფორმა და წაუსვით კარაქი.
- ცომი გადაიტანეთ ფორმაზე და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე და აცხობთ 50-60 წუთის განმავლობაში.
- დამთავრებამედე 20 წუთით ადრე ფორმას გადააფარეთ ფოლგა და კვლავ გააგრძელეთ ცხობა.
- პეროგი გააგრილეთ და გადაიტანეთ ლანგარზე. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ისიამოვნეთ!