ბოსტნეულის სალათი ზამთრისათვის. გემო, რომელსაც დიდხანს ვეძებდი

ვემზადებით ზამთრისათვის და ამჯერად, შემოგთვავაზებთ ბოსტნეულის უგემრიელესი სალათის რეცეპტს.

სალათის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ბოსტნეული და სწორედ ეს კომბინაცია ქმნის გამორჩეულ გემოსა და არომატს.

სალათი უმარტივესი მოსამზადებელია.  იხილეთ ინგრედიენტთა ჩამონათვალი (2 ცალი 700 მლ-იანი ქილისთვის):

  • კიტრი 250-300 გრ
  • პომიდორი 250-300 გრ
  • ბულგარული პიმპილი 200 გრ
  • ხახვი 100 გრ
  • ნიორი 2 კბილი (ქილაზე)
  • კამისა და ოხრახუშის 2-2 ღერო (ქილაზე)
  • შავი პიმპილის მარცვალი 3 ცალი (ქილაზე)
  • ძმარი 9%-იანი 1 ს. კ. (ქილაზე)
  • მარილი 0,5 ს. კ. (ქილაზე)
  • შაქარი 1 ჩ. კ. (ქილაზე)
  • ზეთი 2 ს. კ. (ქილაზე)

 მომზადების წესი:

აიღეთ 2 ქილა (700 მლ-იანი). ჩადეთ ოხრახუში, დაამატეთ შავი პიმპილის მარცვლები, ზეთი, ძმარი და ფენებად ჩააწყვეთ დაჭრილი ბულგარული, პომიდორი და ხახვი. ხახვს ზემოდან დაადეთ მთლიანი კამა, შემდეგ დაჭრილი კიტრი, ნიორი, მარილი, შაქარი, ძმარი. დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფები და გაასტერილეთ ( 10 წუთი).

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!