ფენოვანი ცომისგან მომზადებული და ნიგვზით გაჯერებული ქადები. ასეთი გემრიელი დიდ ხანია, არაფერი გამისინჯავს

1450

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომისგან მომზადებული უგემრიელესი ქადების რეცეპტს. ნაზი ცომისა და ნიგვზის არომატით გაჯერებული ქადები ძალიან რბილი და არომატული გამოდის.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჩ. კ. შაქარი
  • 200 მლ არაჟანი
  • 1 ცალი კვერცხი
  • ½ ჩ. კ. სოდა
  • ½ ჩ. კ. მარილი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ნიგოზი
  • 200 გრ შაქარი
  • ვანილი

მოზადების წესი:

  1. კარაქი ცოტა ხნით შედეთ საყინულეში. თასში ჩაყარეთ ფქვილი. კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დროდადრო სახეხს მოაყარეთ ფქვილი. ფქვილისა და კარაქის ნარევს დაამატეთ შაქარი, მარილი და ხელით ნაზად აურიეთ.
  2. კვერცხი, არაჟანი და სოდა ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვერცხიანი მასა დაამატეთ ფქვილიან ნარევს და ურევთ კოვზით. შემდეგ ცომს ზელთ  ხელით. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ზელთ ერთგვაროვნი მასის მიღებამდე.
  3. მზა ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, ჩადეთ პარკებში და 30-40 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. გულსართისთვის ნიგოზი დაჭერით ძალიან წვრილად, დაამატეთ შაქარი, ვანილი და აურიეთ.
  5. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ ფენად. ფენის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3 მლ. დაიტანეთ მასზე გულსართის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენა რულეტივით გადაახვიეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და დაჭერით ოთხკუთხედი ფორმის ნაჭრებად.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ქადები თანაბრად გაანაწილეთ.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. მოამზადეთ უგემრიელესი ქადები და ისიამოვნეთ!