სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ღუმელის ბოლომდე გაწმენდას, თითქოს დღეს შეგეძინოთ. უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებების წყალობით ცხიმის ყავისფერ საფარს სწრაფად მოაშორებთ.
თუ ღუმელის ზედაპირს ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმენდთ, ხოლო კვირაში ერთხელ აწარმოებთ დაორთქვლას წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ნარევით, აიცილებთ ნადების წარმოქმნას და პრაქტიკულად აღარ დაგჭირდებათ გლობალური დასუფთავების ჩატარება.
იმისათვის, რომ ჭუჭყი მარტივად მოშორდეს, ღუმელი 15-20 წუთით გააცხელეთ 50 გრადუს ტემპერატურაზე.
წმენდისას არ გამოიყენოთ უხეში ღრუბლები და ლითონის საფხეკები, რადგან შესაძლებელია ღუმელის ემალი დაკაწროთ და დააზიანოთ. უმჯობესია თუ გამოიყენებთ ღრუბელს ან რბილ ქსოვილს.
გაწმენდის შემდეგ ღუმელის კარი რამდენიმე საათით ღია დატოვეთ, რათა გამოშრეს და უსიამოვნო სუნი გაქრეს.
სუნი დარჩა? არ ინერვიულოთ ამ პრობლემას მოევლება. ფინჯან წყალში გახსენით 10-15 აბი აქტივირებული ნახშირი (დაფხვნილი) და რამდენიმე საათით შედეთ ღუმელში. ნახშირი შეიწოვს უსიამოვნო სურნელს.
იხილეთ რამდენიმე მეთოდი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:
ღუმელის სოდით გაწმენდა
სოდითა და სველი ღრუბლით გაწმინდეთ ღუმელის ზედაპირი, შეგიძლიათ სპრეი ბოთლით ცოტა წყალი შეასხუროთ და გასუფთავების პროცესი კიდევ უფრო გაგიადვილდებათ. დააყოვნეთ 60 წუთი. ბოლოს ღუმელი საპნიანი წყლით გამოწმინდეთ.
ჩამჯდარი დაბინძურების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა სოდისა და ძმრის ნარევი.
სოდისა და ძმრის ურთიერთქმედების შედეგად გამოიყოფა ნახშიროჟანგი, რომელიც ცხიმის ჩამჯდარ საფარს მარტივად შლის.
ღუმელის ზედაპირი ჯერ ძმრით გაწმინდეთ, შემდეგ გამოიყენეთ სოდა, ღრუბელი და ზედაპირი კარგად გაწმინდეთ. ეფექტური შედეგის მისაღებად გააჩერეთ რამდენიმე საათი. ბოლოს გამოწმინდეთ.
როგორ გავწმინდოთ ღუმელი ლიმონით
ლიმონით ღუმელის წმენდის ორი მეთოდი არსებობს. ლიმონის წვენის ან ლიმონმჟავას საშუალებით.
პირველი მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ ღუმელის ზედაპირს დაბინძურებისთანავე გაწმენდთ. აურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ღრუბელი და ღუმელის ზედაპირი კარგად გაწმინდეთ. გააჩერეთ 40-60 წუთი, შემდეგ კი ტენიანი ქსოვილით გამოწმინდეთ.
მეორე მეთოდი გამოიყენება ცხიმის ჭარბი დეპოზიტების მოსაშორებლად და ეფექტურია მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით ½ ლ წყალი და დაამატეთ ზშეფუთვა ლიმონმჟავა. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მომზადებული ნარევი შედეთ და დააყოვნეთ 30-40 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ღუმელი გააგრილეთ და კარგად გამოასუფთავეთ. თუ ჩამჯდარი ლაქები არ შორდება, მათ გასაწმენდად ლიმონის ნაჭერი გამოიყენეთ.
როგორ გავწმინდოთ ღუმელი გამაფხვიერებელით
გამაფხვიერებელი იგივე სოდაა ლიმონმჟავასთან ერთად. ღუმელის დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად გამაფხვიერებელი საუკეთესო საშუალებაა. ღუმელის ზედაპირი გაწმინდეთ სველი ქსოვილით და შემდეგ კარგად დაამუშავეთ წყლში გახსნილი გამაფხვიერებლით. ეფექტური შედეგის მისაღებად გააჩერეთ 2-3 საათი. ცხიმიანი ნარჩენები გროვდებაა და მათი მოცილება მარტივდება.
მომზადების წესი:
გამაფხვიერებელის შეფუთვას დაამატეთ 2-3 ს. კ. წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი კონსისტენციის მასა.
როგორ გავწმინდოთ ღუმელი მარილით
კერძის მომზადებისთანავე, სანამ ღუმელი ცხელია, ზედაპირზე ჰორიზონტალურად მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. როდესაც ნატრიუმის ქლორიდი თბება, ადვილად აშორებს ცხიმიან საფარს. თუ ღუმელი გაგრილდება, გააცხელეთ 100 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც მარილი მიიღებს ოქროსფერს, ღუმელი გამორთეთ და თბილი საპნიანი წყლით კარგად გაწმინდეთ. ბოლოს ხელსახოცით გამოასუფთავეთ.
როგორ გავწმინდოთ ღუმელი ამიაკის სპირტით
ბევრი დისახლისი ამ მეთოდს საუკეთესოდ მიიჩნევს. ამიაკის სპირტი ეფექტურად უმკლავდება ცხიმებსა და ნამწვავებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩნდება ღუმელში.
ღუმელის გაწმენდა შეგიძლიათ ორი მეთოდით:
ცივი მეთოდი
ამიაკის სპირტი დაიტანეთ ღუმელის ზედაპირზე და ღრუბელის საშუალებით წაუსვით ღუმელის კედლებს ან შეგიძლიათ სპრეი ბოთლით შეაფრქვიოთ. დატოვეთ მთელი ღამე და დილით ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გაწმინდეთ.
ცხელი მეთოდი
ღუმელი გააცხელეთ 60° ტემპერატურაზე. გამორთეთ და ზედა თაროზე დადეთ ჭიქა ამიაკის სპირტით, ხოლო ქვედა თაროზე-თასი ადუღებული წყლით, დახურეთ კარი და გააჩერეთ 8 საათი. ამ მეთოდის გამოყენების დროს ფანჯრების გაღება აუცილებელია. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ამიაკს დმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ღუმელი გაწმინდეთ.
ამიაკით გაწმენდის შემდეგ ღუმელის კარი ღია დატოვეთ გაანიავეთ.