ბადრიჯანი წიწაკით ზამთრისათვის. კერძი უმარტივესი მოსამზადებელი, თანაც უგემრიელესია

შემოგთავაზებთ ბადრიჯნით მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელსაც აქტიურად ამზადებდნენ ჩვენი ბებიები და გულმოდგინედ ემზადებოდნენ მკაცრი ზამთრისთვის. მახსოვს, ბებიაჩემი ხშირად ამზადებდა ბადრიჯანს მოცემული რეცეპტის მიხედვით და ყოველ ჯერზე 1-2 ქილას გადადებდა ხოლმე და ასე მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იჭერდა თადარიგს.

კერძი ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ ენას ჩაიკვნეტთ. ამავე დროს, უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 2 კგ
  • ტომატი 800 გრ
  • ნიორი 150 გრ
  • მზესუმზირის ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ძმარი 9%-იანი 2 ს. კ.
  • მარილი 2 ს. კ.
  • ბულგარული წიწაკა 12 ცალი
  • ოხრახუში გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი (ძალიან კარგია თუჯის ქვაბი).
  2. პირველ რიგში, ტომატის პასტისგან ამზადებთ ტომატის წვენს. 800 გრ ტომატს დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ 3 ლ წვენი.
  3. მიღებულ წვენს დაამატეთ ზეთი, შაქარი, მარალი და ძმარი.
  4. ბადრიჯანი არ გათალოთ, დაჭერით მრგვალ საშუალო სისქის ნაჭრებად    .
  5. ბულგარული წიწაკა (შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანეც და წითელიც) დაჭერით საშუალო სისქის ზოლებად.
  6. ნიორი დაჭერით წვრილად.
  7. მზა ინგრედიენტები დაამატეთ ტომატის წვენს, ნაზად აურიეთ  და თუშეთ დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 30 წუთი. ეცადეთ მოურიოთ ნაზად და მხოლოდ 2-3 ჯერ. ადუღებიდან, დაახლოებით, 25 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

მზა კერძი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები და დახუფეთ. გემრიელად მიირთვით!