ყაბაყი სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით და სხვა ბევრი საკვები ნივთიერებით. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ბევრი უგემრიელესი კერძი. ამჯერად შემოგთავაზებთ ყაბაყის მარინადის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ყაბაყი 3 კგ
- სტაფილო 2 ცალი
- კამა 1 კონა
- მარილი 2-3 ს. კ.
- შავი წიწაკა 1 ს. კ.
- შაქარი 4-6 ს. კ.
- მზესუმზირის ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ძმარი 9%-იანი 1 ჩ. ჭ.
- ნიორი (დაჭყლეტილი) 1-2 ს. კ.
მომზადების წესები:
- აარჩიეთ მწიფე ყაბაყი, მაგრამ რბილობი მაგარი უნდა იყოს. გათალეთ.
- დაჭერეთ 1 სმ სისქის ნაჭრებად.
- სტაფილო და კამა დაჭერით, დაამატეთ ყაბაყს.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააჩერეთ 3 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და გაასტერილეთ.
- ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ მოხუფეთ. ქილები თავდაყირა დააწყვეთ. შეფუთვა არ უნდა.
გემრიელად მიირთვით!