რეჰანი უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული მცენარეა. ის მიეკუთნება სამკურნალო მცენარეთა კლასს, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. რეჰანი აბალანსებს, აღადგენს და იცავს ორგანიზმს.
რეჰანს აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. ის არა მოლოდ ახშობს ანთებას, არამედ გვეხმარება სტრესისგან თავის დაღწევაში და იცავს სასიცოცხლო ორგანოებს, განსაკუთრებით ღვიძლს. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ამ მცენარეს, ნაკლებად არიან მგრძნობიარენი იმუნოლოგიური დარღვევების მიმართ.
რეჰანის შემადგენლობაში შემავალი ფიტოქიმიკატები ხელს უშლის კანის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას.
ისინი ზრდის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას და აჩერებს მეტასტაზს.
რატომ უნდა მივიღოთ რეჰანი რეგულარულად?
დიაბეტი
რეჰანი აკონტროლებს სისხლში შაქრისა და ქოლეტერინის დონეს. მისი გამოყენება რეკომენდებულია დიაბეტისა და სიმსუქნის დროს.
აკნე (ფერიმჭამელები)
რეჰანი ფართოდ გამოიყენება კანის მოსავლელად. მისი ეთერზეთი აკნეს გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური საშუალებაა.
ჰორმონები
კორტიზოლის დისბალანსი აქვეითებს მეხსიერებას, იწვევს იმუნური ფუნქციის დაქვეითებას, წონის მატებასა და გულის დაავადებებს. რეჰანი ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა ჰორმონალური ფონის მოსაწესრიგებლად.
კორტიზოლის მომატებული დონე საყურადღებო და საშიშია.
იხილეთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომლებიც ახასიათებს კორტიზოლის მაღალ დონეს:
- წონის მომატება, განსაკუთრებით მუცლის მიდამოებში
- შეშუპებული და გაწითლებული სახე
- მუწუკები და კანზე აასახული სხვა ცვლილებები
- მაღალი არტერიული წნევა
- ხასიათის ცვლა
- შფოთვა
- კუნთების ტკივილი
- უძილობა, დაღლილობა
- ხშირი შარდვა
- წყლის ჭარბი რაოდენობა
გაითავისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ რეჰეანი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. დაამატეთ კერძებს, მოამზადეთ და მიიღეთ რეჰანის ჩაი. გამოიყენეთ რეჰანის ბაზაზე მომზადებული ნიღბები, მალამოები და ტონიკები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.