ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ სავსეა მავნე ნივთიერებებით. საკვები შეიცავს პესტიციდებსა და სხვა ქიმიკატებს. გარდა ამისა, მედიკამენტები, რომელთაც ვიყენებთ, ვნებს კუჭს, ღვიძლს და ზოგჯერ კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას. იმისათვის, რომ აღვადგინოთ ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირება, აუცილებელია, უფრო სწორად სავალდებულოა, ორგანიზმის დროდადრო გაწმენდა.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა აღვიქვათ ის სიგნალები, რომელსაც ტოქსინებით გადატვირთული ჩვენი სხეული აგზავნის:
შებერილი მუცელი: იზრდება მუცლის მოცულობა, რაც იმის ნიშანი არის, რომ ორგანიზმი დატვირთულია ტოქსინებით.
კანის პრობლემები: ორგანიზმში ტოქსინების სიმრავლემ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე, ქავილი, ლაქები, კანის გაუხეშება. ეს მდგომარეობა სხეულის ძალისხმევის შედეგია ტოქსინების აღმოსაფხვრელად.
თავის ტკივილები: ტოქსინები აფერხებს სასარგებლო საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ნაკადის ტვინში მიწოდებას, რაც იწვევს მუდმივ თავის ტკივილს.
დაღლილობა, სისუსტე: ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტოქსინების არსებობა იწვევს საერთო სისუსტეს და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს გამოფიტული ხართ.
ხშირი სურდო: ტოქსინებით დატვირთული ორგანიზმი ვერ ეწინააღმდეგება ჰაერიდან მოხვედრილ მიკრობებსა და ვირუსებს. ეს კი იწვევს ხშირ ავადმყოფობას.
უძილობა: ტოქსინების დაგროვების სიმპტომი არის უძილობა. ტოქსინები გროვდება სხეულის ქსოვილებში და არ აძლევს ორგანიზმს მოდუნების და დაძინების საშუალებას.
ნაღვლის ბუშტის პრობლემები: ღვიძლში არსებული ტოქსინებს შეუძლია ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელება, რაც იწვევს ნაღვლის ბუშტის ბლოკირებას.
ენის მოთეთრო ან მოყვითალო ზედაპირი: თუ თქვენ ენის მოყვითალო ან მოთეთრო ზედაპირი გაქვთ, მიუთითებს, რომ ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდა სჭირდება.
სახსრების ტკივილი: ტოქსინების დაგროვების სიმპტომი შეიძლება იყოს სახსრების ტკივილი.
შემოგთავაზებთ უმარტივესი და ეფექტური საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას და გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
მარილის აბაზანები
მარილის აბაზანები საუკეთესოა ორგანიზმის გასაწმენდად, რადგან ისინი ზრდის მაგნიუმის დონეს, ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია უჯრედების დეტოქსიკაციისთვის. გარდა ამისა, დაგიამებთ სახსრების ტკივილს, ხსნის შეშუპებას და გაგათავისუფლებთ სითხის შეკავებისგან.
მოცემული პროცედურის ჩასატარებლად აბაზანა აავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ 3-4 შეფუთვა (25-25 გრ-იანი) მაგნიუმის სულფატი (ინგლისური მარილი) ან ნახევარი ჩ. ჭ. ზღვის მარილი და მომზადებულ აბაზანაში ჩაწექით 15 წუთი.
რეკომენდებულია გაწმენდის მოცემული მეთოდის კვირაში 3-ჯერ გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ეს მკურნალობა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს გულის პრობლემები ან ჰიპერტენზია.
მწვანე ჩაი
თავისი შემადგენლობის წყალობით მწვანე ჩაი ეფექტურია ორგანიზმის გასაწმენდად და ღვიძლის საშიში დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. დალიეთ ყოველ დღე 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაი და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან.
ლიმონი
ლიმონის წვენი ერთ-ერთი უძლიერესი გამწმენდი საშუალებაა. გარდა ამისა, ის გამორიცხავს ნაღვლის სტაგნაციას და ააქტიურებს ორგანიზმის მიერ მინერალების შეწოვას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ლიმონი მდიდარია უჯრედული გამაძლიერებლებითა და C ვიტამინით. ლიმონი ღვიძლში მავნე ქიმიკატების საწინააღმდეგო საუკეთესო პროდუქტია და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
რეკომენდებულია დილით, უზმოზე, თბილი წყლისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და მწიკვი კაიენის წიწაკა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნარევი მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაიწმინდეთ ორგანიზმი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!