ნატურალური სკრაბი ტუჩებისათვის, რომელიც ნებისმიერ მალამოზე და ტუჩსაცხზე ეფექტურია

ლამაზი, სქელი, ვარდისფერი ტუჩები ძალიან მიმზიდველია. ჩვეულებრივ, ვიყენებთ ტუჩსაცხს, ტუჩის ბალზამს და ვცდილობთ, ისინი გავილამაზოთ.

სამწუხაროდ, ამინდის ცვლილება ან მავნე ჩვევები, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოქმედებს ტუჩებზე და კანი იწყებს აქერცვლას ან მუქდება, ან ჩნდება ბზარები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ტუჩების ბუნებრივი პილინგის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც მათ დაუბრუნებთ იდეალურ მდგომარეობას. ნუ გადაიხდით ზედმეტს, რადგან ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

აუცილებლად ცადეთ და შედეგით ისიამოვნეთ!

ნატურალური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი
  • შაქარი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული პასტა წაისვით ტუჩებზე.
  2. 1-2 წუთის განმავლობაში ფრთხილად დაიმასაჟეთ ტუჩები და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. 5-6 დღის შემდეგ თქვენი ტუჩები იდეალურ მდგომარეობაში იქნება. ბუნებრივი პილინიგი მოლოდინს გადააჭარბებს.