ფეხების აბაზანა სოკოვან ინფექციას უკან დაახევინებს. ჩაიტარეთ დღეში 2 პროცედურა

2091

სოკოვან ინფექციებს შეუძლია მოიცვას სხეულის ნებისმიერი ნაწილი. განსაკუთრებით მარტივად ზიანდება ფეხის ფრჩხილები, რადგან ფეხსაცმლის შიგნით არსებული თბილი, ნოტიო და დახურული გარემო იდეალურია ინფექციებისა და ბაქტერიების განვითარებისთვის.

სოკოვანი ინფექციებით ადამიანთა უმეტესი ნაწილი არის დაავადებული.

ამ მდგომარეობას თან ახლავს მრავალი უსიამოვნო სიმპტომი:

  • ფრჩხილის ფირფიტა ხდება სქელი, მაგრამ ძალიან მყიფეა და მტვრევადი.
  • ჩნდება უსიამოვნო სუნი.
  • კანი უხეშდება და ჩნდება ნახეთქები.
  • ფრჩხილები დეფორმირებულია.

სოკოვანი ინფექციების მკურნალობას დიდი დრო, მოთმინება სჭირდება და რაც უფრო გართულებული ფორმაა, მით უფრო ძნელია განკურნება.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ფრჩხილის სოკოსგან გათავისუფლებას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თეთრი ძმარი ან ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.
  • თბილი წყალი 1 ლიტრამდე
  • საკვები სოდა 4-5 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აურიეთ 1 ჩ. ჭ. წყალი და ამავე რაოდენობის ძმარი. მომზადებული ნარევში 15-20 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
  2. შემდეგ დარჩენილ წყალს დაამატეთ სოდა, აურიეთ და მომზადებულ ნარევში 15 წუთით ჩაყავით ფეხები. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
  3. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმჯობესია აბაზანები გაიკეთოთ დღეში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!