ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და მავნე ნარჩენების მოშორების ხარჯზე, ეს სასმელი შეგიმცირებთ წონას და წელის გარშემოწერილობას

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური სმუზის რეცეპტს, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და, ამავე დროს, უზრუნველყოფს მას დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებებით.

სმუზის შემადგენლობა გაჯერებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

პექტინით მდიდარი მწვანე ვაშლი ხელს უწყობს არასასურველი კილოგრამებისგან გათავისუფლებას, აქვეითებს მადას და ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას. აგრეთვე ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, დაბალკალორიულია და აქვს უნარი, ორგანიზმიდან გამოდევნოს ზედმეტი სითხე.

ლიმონის წვენი მოქმედებს როგორც შესანიშნავი საჭმლის მომნელებელი და დეტოქსიკაციური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის გაწმენდას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

ლიმონის წვენი წონაში დასაკლებად ეფექტური საშუალებაა, რადგან მას აქვს მეტაბოლიზმის ასწრაფების უნარი.

შვრია განაყრებთ, ბოჭკოების მაღალი შემცველობა კი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწვანე ვაშლი (საშუალო) 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 3 ს. კ.
  • სეზამის მარცვლები 2 ს. კ.
  • გაწმენდილი წყალი 250 მლ

მომზადების წესი:

  1. ბლენდერში ჩაასხით წყალი, ვაშლი დაჭერით ნაჭრებად და სეზამის მარცვლებთან ერთად დააბლენდერეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მომზადებისთანავე მიირთვით.

შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ ნებისმიერი სანელებელი, მაგალითად, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კარდამონი, ვანილი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!